ზაქარია ერისთავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზაქარია ერისთავი

თავადი ზაქარია ერისთავი (დ. 7 სექტემბერი, 1844 — გ. 7 აპრილი, 1912) — ქართველი არისტოკრატი, მეწარმე, ქველმოქმედი და საზოგადო მოღვაწე.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა გიორგი რევაზის (რომანოზის) ძე ერისთავისა (ქსნის) და ანა ივანეს ასულ არღუთინსკაია-დოლგორუკოვას ოჯახში.[2]

ზაქარია ერისთავმა 1860 წელს დუშეთში, სოფელ ოძისში გახსნა კოოპერატივი. 1873 წელს აქვე გახსნა პირველი სასოფლო ბანკი, საიდანაც გლეხს შეეძლო ფულის სესხად გატანა საკუთარი მეურნეობის გასავითარებლად; მისი მიზანი იყო გლეხთა გაჭირვებული მდგომარეობის შემსუბუქება. მამის, გიორგი ერისთავის ანდერძის თანახმად, სოფელ ოძისის მამული - ორსართულიანი სახლი თავისი მოწყობილობით, ვენახი, ხილის ბაღი, სარწყავი მინდორი, ტყე და საძოვარი და 3000 მანეთამდე წლიური შემოსავალი - თავადაზნაურობას შესწირა სამეურნეო სასწავლებლის დასაარსებლად, რათა სოფლად კულტურული საქმიანობა დანერგილიყო.[1]

1879 წელს ზაქარია გიორგის ძე ერისთავი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი გახდა.[3]

ცოლად ჰყავდა სოფიო გენერალ ლევან მელიქიშვილის ასული. შვილები არ დარჩენიათ.[2]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზაქარია ერისთავისაქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 იოსებ იმედაშვილი (2021). ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II. ეროვნული ბიბლიოთეკის გამომცემლობა, გვ. 74. 
  2. 2.0 2.1 გენეალოგიური ხეები. როდოვიდ.
  3. [https://society.iliauni.edu.ge/factoids/17387-1879-tsels-zaqaria-giorgis-dze-e ქშწკგ საზოგადოება პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა]. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.