არღუთაშვილები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არღუთაშვილები
გერბი
პერიოდი XIII-XIV საუკუნეები
ტიტული თავადი
დამფუძვნებელი შაჰანშა (არღუნ) მხარგრძელი
მონათესავე გვარები თმოგველები, გაგელები
ქვეშევრდომობა ქართლის სამეფო, ქართლ-კახეთის სამეფო, რუსეთის იმპერია

არღუთაშვილები — ქვემო ქართლის წარჩინებული ქართული საგვარეულო.[1] მხარგრძელების განშტოება. თავიდან აზნაურის ტიტულით სარგებლობდნენ. მათი მამულები ლორეს ხეობაში მდებარეობდა. მთავარი რეზიდენცია იყო ალავერდი. საგვარეულოს დამაარსებელი იყო ზაზა მხარგრძელის ძე შაჰანშა (არღუნი).[2] 1783 წელს სანაინის აზნაური არღუთაშვილები „რომელ არიან მხარგრძელნი“ თავადობის ხარისხში აიყვანა გვარად — არღუთაშვილ-მხარგრძელობა და საგვარეულო გერბი უბოძა. ამის გარდა ერეკლე II-მ ითხოვა „ყოვლისა როსსიისა საიმპერატოროსა კარისაგან, რათა ღეროლდსაცა შინა როსსიისა კეთილშობილთასა აღრიცხულ იქმნას მხარგრძელად“. 1800 წლის 22 მარტს რუსეთის იმპერატორი პავლე I არქიეპისკოპოს იოსებ (ოსეფა) არღუთაშვილს აძლევს სიგელს და უმტკიცებს თავადობას და გვარადაც არღუთინსკი-დოლგორუკოვობას. არღუთაშვილები იყვნენ სანაინის ეპისკოპოსები - ტერ ღუქაზ, ტერ სარქის, ფარსეღ, სარქისი.

ლეგენდა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არღუთაშვილები სამეფო აზნაურები იყვნენ, ისტორიულ საბუთებში მათ შესახებ ცნობები მწირად მოგვეპოვება. ლეგენდის მიხედვით, არღუთაშვილები ჯუღიდან ყოფილან, ისინი მონღოლებში არღუნ ყაენთან ერთგული სამსახურის გამო დაწინაურდნენ. 1410 წელს არღუთაშვილების წინაპარი ვართაპედი შვილებით საქართველოში ჩამოვიდა, განაახლა სანაინის მონასტერი, მისი შვილი არღუთა საგვარულოს ფუძემდებელი მეფე კონსტანტინე I აზნაურის ხარისხით მიიღო.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  • ვახუშტი ბაგრატიონი აღწერა სამეფოსა საქართველოსა,ქართლის ცხოვრება ტ.IV,ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიხედვით, თბ., 1973.
  • იოანე ბაგრატიონი შემოკლებით აღწერა საქართველოს შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა, თბ., 1997.
  • ლეონ მელიქსეთ-ბეგი საქართველოს მეფის ერეკლე II და რუსეთის იმპერატორის პავლე I სიგელები მხარგრძელთადმი, საისტორიო მოამბე, I, თბ, 1945.
  • პირთა ანოტირებული ლექსიკონი, ისტორიული საბუთების მიხედვით, გამოსაცემად მოამზადეს: დ. კლდიაშვილმა, მ. სურგულაძემ, ე. ცაგარეიშვილმა, გ. ჯანდიერმა, ტ, I, თბ., 1991.
  • R. I. Ermerin Annuaire de la Noblesse de Russie, contenant les prince de l`Empire, augmente d`un grand nombre de noties sur les familles allies, SPb.,1899.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. С. В. Думин. Грузинские князья // Дворянские роды Российской империи. — 1993. — გვ. 10.
  2. ბიჭიკაშვილი, იოსებ; ჩიქოვანი, იური. თავად არღუთაშვილების საგვარეულოს გენეალოგიური ნარკვევები. საქართველოს ეროვნული არქივი. ციტირების თარიღი: 9 ივნისი, 2023