ზალეშჩიკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
ზალეშჩიკი
Заліщики
Dnister canyon Tern-3.jpg
გერბი
POL Zaleszczyki COA.svg

ქვეყანა უკრაინის დროშა უკრაინა
ოლქი ტერნოპოლი
მუნიციპალიტეტი ზალეშჩიკი
კოორდინატები 48°38′21″ ჩ. გ. 25°44′14″ ა. გ. / 48.63917° ჩ. გ. 25.73722° ა. გ. / 48.63917; 25.73722
პირველი ხსენება 1578
ამჟამინდელი სტატუსი 1750
ფართობი 7,16 კმ²
მოსახლეობა 9 739 კაცი (2001)
სიმჭიდროვე 1360,2 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
ზალეშჩიკი — უკრაინა
ზალეშჩიკი

ზალეშჩიკი (უკრ. Заліщики, გერმ. Salischtschyky, პოლ. Zaleszczyki) — ქალაქი უკრაინაში. მდებარეობს ტერნოპოლის ოლქის ზალეშჩიკის რაიონში, არის ზალეშჩიკის საქალაქო საბჭოს ადმინისტრაციული ცენტრი.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდებარეობს მდინარე დნესტრის მარცხენა ნაპირზე. მდინარის დინების ზემო ნაწილში ესაზღვრება სოფელი პეჩორნა, მდინარის დინების ქვემოთ სოფელი დობროვლიანი, მდინარის მეორე ნაპირზე მდებარეობს დაბა კოსტრიჟევკა დ სოფლები ზვენიაჩინი და კრეშჩატიკი. ქალაქზე გადის რამდენიმე ადგილობრივი და საერთაშორისო საავტომობილო გზატკეცილი და რკინიგზის ხაზი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზალეშჩიკის ტერიტორია დასახლებული ჩანს უძველესი დროიდან, რადგან აქ აღმოჩენილია გვიანი პალოლითისათვის დამახასიათებელი ტრიპოლისა და ლიპიცკის კულტურების ნაშთები. ქალაქი 1469 წელსა მოხსენიებული, როგორც დობროვლიანის გარეუბანი ზალესიეს სახელით. XVI საუკუნეში ზალეშჩე ეწოდება, ხოლო სახელწოდება ზალეშჩიკი 1578 წლიდან ფიქსირდება. თანამედროვე ქალაქი დააარსდა დაახლოებით 1750 წელს ამავე სახელწოდების სოფლის ადგილზე. აღნიშნული სოფელი დღეს ძველი ზალეშჩიკის შემადგენელი ნაწილია. 1766 წელს ქალაქმა მიიღო მაგდებურგის უფლებები, 1774 წლიადნ პოვიატის ქალაქის სტატუსი.

1941 წლის 7 ივლიის ქალაქი გერმანიამ დაიპყრო, ხოლო გაათავისუფლეს 1944 წლის 24 მარტს.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: