ვრანგელის კოშკი
ვრანგელის კოშკი Башня Врангеля | |
---|---|
მდებარეობა | კალინინგრადი |
თარიღდება | 1853 |
ვრანგელის კოშკი (რუს. Башня Врангеля; გერმ. Wrangelturm) — საფორტიფიკაციო ნაგებობა, მდებარეობს ქალაქ კალინინგრადში (რომელსაც 1945 წლამდე ერქვა კენიგსბერგი).
კოშკი მდებარეობს შემდეგ მისამართზე: პროფესორ ბარანოვის ქუჩა, 2-ა[1].
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვრანგელის კოშკი ააგეს 1853 წელს, როგორც კენიგსბერგის საფორტიფიკაციო სისტემის ნაწილი და სახელი მიიღო პრუსიელი გენერალ-ფელდმარშლის ფრიდრიხ ჰენრიხ ერნს ფონ ვრანგელის პატივისცემის ნიშნად. კოშკის პროექტი შეიმუშავა გერმანელმა სამხედრო ინჟინერმა ერნსტ ლუდვიგ ფონ ასტერმა.
ვრანგელის კოშკი, დონის კოშკთან ერთად ითვლება ქალაქის დამცველ ნაგებობად ზემო ჭაობის მხრიდან, რადგან ითვლება, რომ ეს ადგილი ყველაზე სუსტად დაცული იყო[2].
XX საუკუნის დასაწყისში კოშკმა დაკარგა თავდაცვითი ფუნქცია და აღარ გამოიყენებოდა სამხედრო დანიშნულებით 1944 წლამდე. 1944 წელს მასში განათავსეს ქვეითი შეიარაღების, საბრძოლო ტექნიკისა და კავშირგაბმულობის მოწყობილობების საწყობი[2]. 1945 10 აპრილს კენიგსბერგის ოპერაციის შემდეგ ვრანგელის კოშკი გადავიდა წითელი არმიის დაქვემდებარებაში.
ვრანგელის კოშკი წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს და იმყოფება სახელმწიფო დაცვის ქვეშ.
ტრანსპორტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვრანგელის კოშკი მდებარეობს პროფესორ ბარანოვის ქუჩაზე, გამარჯვების მოედნიდან კოშკამდე მისვლის რამდენიმე შესაძლებლობა არსებობს. გაჩერება ჩერნიახოვსკიდან კოშკისკენ მიემართება ავტობუსები № 11, 17, 19, 21, 28, 29, 32, 37, 44 ან სამარშუტკო ტაქსები № 61, 66, 68, 69, 70, 73, 74, 75, 76, 78, 84, 85, 91, 92[1].
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Башня «Врангель»
- ↑ 2.0 2.1 Здание музея :: Музей янтаря. www.ambermuseum.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-04-29. ციტირების თარიღი: 2017-02-12.