გნიეზნო
| ქალაქი | |||||
|---|---|---|---|---|---|
|
გნიეზნო Gniezno | |||||
|
ძველი გნეზნო ტბიდან | |||||
| |||||
| ქვეყანა |
| ||||
| სავოევოდო | ველიკოპოლსკის სავოევოდო | ||||
| პოვიატი | გნეზნოს პოვიატი | ||||
| კოორდინატები | 52°32′00″ ჩ. გ. 17°36′00″ ა. გ. / 52.53333° ჩ. გ. 17.60000° ა. გ. | ||||
| პრეზიდენტი | იაცეკ კოვალსკი | ||||
| დაარსდა | VIII საუკუნის ბოლო | ||||
| ამჟამინდელი სტატუსი | 1713 | ||||
| ფართობი | 49 კმ² | ||||
| ცენტრის სიმაღლე | 100 მეტრი | ||||
| მოსახლეობა | 70,083 კაცი (2006) | ||||
| სიმჭიდროვე | 1737,60 კაცი/კმ² | ||||
| სატელეფონო კოდი | +48 61 | ||||
| საფოსტო ინდექსი | 62-200 | ||||
| საავტომობილო კოდი | PGN | ||||
| ოფიციალური საიტი | um.gniezno.pl | ||||
გნიეზნო (პოლ. Gniezno, გერმ. Gnesen) — ქალაქი პოლონეთში, შედის ველიკოპოლსკის სავოევოდოს, გნიეზნოს პოვიატში. აქვს საქალაქო გმინის სტატუსი. ფართობი 49 კმ². მოსახლეობა შეადგენს 70 083 ადამიანს (2006 წელი). რკინიგზის კვანძი. ქალაქში არის სამკერვალო, კვებისა და ტყავის საწარმოები.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გნიეზნო წარმოადგენს ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე ძველ ქალაქს, მისი დაარსებას მიაკუთვნებენ VIII ს-ის ბოლოს. აქ არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობა 1936 წლიდან. აღმოჩენილ იქნა VIII-XIII საუკუნეების კულტურული შრეები, ხისა და მიწის გამაგრებებით, ღუმელებიანი მორების სახლებით, სახელოსნოებითა და სამეურნეო ნაგებობებით. მიღებულია დიდი მატერიალური მასალა ძველი პოლონეთის კულტურის ისტორიის, ხელოსნობის და ვაჭრობის შესახებ.
X საუკუნის გნიეზნო იყო ძველი პოლონეთის სახელმწიფოს დედაქალაქი, ეგრეთ წოდებული პიასტის გზის მთავარი ცენტრი, რომელიც აერთიანებდა, ადგილებს რომლებიც დაკავშირებულნი იყვნენ ძველი პოლონური სახელმწიფოს შექმნაში. აქ დაიწყო სლავური ტომების გაერთიანების პროცესი, რომელიც დაამთავრა მთავარმა მიეშკო I — პირველმა უტყუარმა პოლონეთის მმართველმა, პიასტების დინასტიის დამაარსებელმა. მან ასევე შემოიღო ქრისტიანობა პოლონეთში; პირველი პოლონური საარქიეპისკოპოსო იყო სწორედ გნეზნოში. იმ დროს ქალაქი იყო მსხვილი სახელოსნო ცენტრი და აწარმოებდა ფართო ვაჭრობას არაბულ აღმოსავლეთთად, ჰქონდა მუდმივი სავაჭრო ურთიერთობები კიევის რუსეთთან.
1000წლიდან გნიეზნო — არქისაეპისკოპოსოს საკათედრო ქალაქია, პოლონეთის მეფეების კორონაციის ადგილი (XIV საუკუნემდე). 1000 წ. გნიეზნოში გაიმართა ბოლესლავ I მამაცისა და იმპერატორ ოტონ III-ის შეხვედრა, სადაც გადაწყვეტილ იქნა ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოს საკითხი, რის შედეგადაც ბოლესლავმა მიიღო მეფის ტიტული.
ქალაქ გნიეზნო მჭიდროდაა დაკავშირებული წმ. ვოიცეხთან (ადალბერტი) - ეპისკოპოსთან, მისიონერთან და წამებულთან, რომელიც წარმოადგენს ქალაქის მფარველს.
1793 წლიდან გნიეზნო შედის პრუსიის შემადგენლობაში (1807–1815 პერიოდის გარდა, როდესაც ეკუთვნოდა ვარშავის ჰერცოგს).
1918 წლიდან შედის პოლონეთის შემადგენლობაში.
არქიტექტურული ძეგლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გოტიკური კასტიოლი (ტაძარი)— ქალწული მარიას სახელობის (დაახლოებით 1342–1415);
- დორომანის კასტიოლისაგან X ს. და რომანული კასტიოლისაგან XI ს. შემორჩენილია იატაკის კერამიკული ფილები, 1038 წლამდე, და ცნობილი «გნეზნოს ჭიშკარი», ბრინჯაო, მიახლოებით 1170;
- გოტიკური, რენესანსული და ბაროკოს კაპელები და სამარის ქვები, მათ შორის ზ. ოლესნიცკის საფლავის ქვა, მარმარილო, 1495, მოქანდაკე ფაიტ შტოსი);
- წმინდა იანა (XIV ს., ფრესკები 1340—60);
- ფრანცისკანული კასტიოლი და მონასტერი (XIII ს., გადაკეთებულია XVII—XVIII სს.).
დაძმობილებული ქალაქები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
რუსეთი სერგიევ-პოსადი (2007 წლიდან)
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ტაძარი
- გნიეზნოს არქისაკათედრო კასტიოლი (ტაძარი)
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Gniezno w zaraniu dziejów w świetle wykopalisk, red. J. Kostrzewskiego, Poznań, 1939;
- Hensel W., Najdawniejsze stolice Polski. Gniezno. Kruszwica. Poznań, Warszawa, 1960.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქალაქის ოფიციალური საიტი
- გნეზნო - ევგენი კრუშელნიცკის გზის მკვლევარი