ვლადისლავ ვოევოდსკი
ვლადისლავ ვოევოდსკი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 25 ივლისი, 1917 |
დაბ. ადგილი | სანქტ-პეტერბურგი[1] |
გარდ. თარიღი | 20 თებერვალი, 1967[1] (49 წლის) |
გარდ. ადგილი | ნოვოსიბირსკი, რუსეთი[1] |
დასაფლავებულია | ნოვოდევიჩიეს სასაფლაო |
მოქალაქეობა |
სსრკ რუსეთის იმპერია |
საქმიანობა | ქიმიკოსი |
მუშაობის ადგილი | სემენოვის სახელობის ქიმიური ფიზიკის ინსტიტუტი |
ალმა-მატერი | სანქტ-პეტერბურგის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი |
განთქმული მოსწავლეები | იური მოლინი |
სამეცნიერო ხარისხი | ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი |
ჯილდოები | სსრკ-ის სახელმწიფო პრემია და Bourke Award[2] |
საიტი | prometeus.nsc.ru/science/schools/voevod/ |
ვლადისლავ ვლადისლავის ძე ვოევოდსკი (რუს. Владисла́в Владисла́вович Воево́дский; დ. 25 ივლისი, 1917, სანქტ-პეტერბურგი — გ. 20 თებერვალი, 1967, ნოვოსიბირსკი) — საბჭოთა ქიმიკოსი, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ქიმიური ფიზიკის ინსტიტუტში.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1946-1952 წლებში მუშაობდა მოსკოვის უნივერსიტეტის ქიმიური კინეტიკის კათედრაზე, ხოლო 1953-1961 წლებში მოსკოვის ფიზიკურ-ტექნიკურ ინსტიტუტში. 1961 წლიდან იყო ნოვოსიბირსკის უნივერსიტეტის ბუნებისმეტყველების ფაკულტეტის დეკანი. დაამუშავა წყალბადის დაჟანგვის თეორიის პრინციპული საკითხები. შექმნა ოლეფინური ნახშირწყალბადების კრეკინგის პირველი რაოდენობრივი თეორია. მნიშვნელოვნად განავითარა წარმოდგენები ჰეტეროგენულ-კატალიზური პროცესების ბუნებასა და მექანიზმზე. რადიოსპექტროსკოპიის მეშვეობით გამოიკვლია სხვადასხვა ქიმიურ პროცესში თავისუფალი რადიკალების აგებულების, თვისებებისა და რეაქციის საკითხები. იყო ჟურნალ „სტრუქტურნაია ხიმიის“ რედაქტორი და „კინეტიკა ი კატალიზის“ რედკოლეგიის წევრი.
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სახელმწიფო პრემია (1968, სიკვდილის შემდეგ)
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 440.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 Воеводский Владислав Владиславович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ https://www.rsc.org/prizes-funding/prizes/archives/bourke-award/