შინაარსზე გადასვლა

ვლადიმერ ჭელიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვლადიმერ გიორგის ძე ჭელიძე (დ. 2 მარტი, 1906, სოხუმი, — გ. 14 ივლისი, 1978, თბილისი) — ქართველი მათემატიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1967), ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1950), პროფესორი (1951), საქართველოს სსრ დამსახურებული მოღვაწე (1961).

1929 წ. დაამთავრა თსუ. 1930 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა იქვე. 1942 წლიდან სკკპ წევრი. 1950–1978 წწ. იყო თსუ ნამდვილი ცვლადის ფუნქციათა თეორიისა და ფუნქციონალური ანალიზის კათედრის გამგე, ხოლო 1848–1852 წლებში მუშაობდა საქართველოს ა. რაზმაძის სახ. მათემატიკის ინსტიტუტში (1951–1952 — დირექტორი). ჭელიძის ძირითადი ნაშრომები ეძღვნება ნამდვილი ცვლადის ფუნქციათა თეორიას. მან ააგო ფართო აზრით დანჟუას ორმაგი ინტეგრალის თეორია. ჯერად მწკრივთა და L2-კლასის ფურიეს ორმაგ მწკრივთა თეორიაში მიიღო შეჯამებადობისა და თითქმის ყველგან კრებადობის აუცილებელი და საკმარისი პირობები, შეისწავლა ვარიაციათა აღრიცხვის ძირითადი ამოცანა სივრცის შემთხვევაში, განაზოგადა ჰაარისა და დიუბუა-რეიმონის კლასიკური შედეგი და სხვ.

  • ჯვარშეიშვილი, ა., ქსე, ტ. 11, გვ. 390. თბ., 1987
  • ვლადიმერ ჭელიძე-მეცნიერი და მოქალაქე: ეძღვნ. ვლადიმერ ჭელიძის დაბადებიდან 100 წლისთავს: [კრებული] / საქ. მათემატიკოსთა კავშირი ; [წინასიტყვ. ჯ. შარიქაძე] - თბ.: ინტელექტი, [2007] - 48 გვ.; 20 სმ. - ISBN 978-99940-989-7-2