ვიშერა (კამის შენაკადი)
ვიშერა რუს. Вишера | |
---|---|
ქვეყანა | რუსეთი |
ტერიტორიული ერთეულები | პერმის მხარე |
ქალაქები | კრასნოვიშერსკი |
სათავე |
ჩრდილოეთი ურალი 61°38′57″ ჩ. გ. 59°19′35″ ა. გ. / 61.64917° ჩ. გ. 59.32639° ა. გ. |
შესართავი |
კამის წყალსაცავი 59°54′14″ ჩ. გ. 56°26′20″ ა. გ. / 59.90389° ჩ. გ. 56.43889° ა. გ. |
სიგრძე | 415 კმ |
აუზის ფართობი | 31 200 კმ² |
მდინარის სისტემა | კამის წყალსაცავი → კამა → ვოლგა → კასპიის ზღვა |
— სათავე, — შესართავი | |
ვიშერა ვიკისაწყობში |
ვიშერა (რუს. Вишера) — მდინარე რუსეთში, პერმის მხარეში; კამის მარცხენა შენაკადი (ჩაედინება კამის წყალსაცავის ვიშერის ყურეში). სიგრძე 415 კმ, აუზის ფართობი 31 200 კმ². სათავეს იღებს ჩრდილოეთ ურალის დასავლეთ კალთაზე. ძირითადად მიედინება ურალის მთისწინეთში, დიდწილად აქვს მთის მდინარის მახასიათებლები, მიედინება ვიწრო ხეობაში.[1] საშუალო წლიური ხარჯი დაბა რიაბინინოსთან 473 მ³/წმ. აუზში მდებარეობს 168 ტბა საერთო ფართობით 4,6 კმ²; გავრცელებულია კარსტული მოვლენები.[2] ძირითადი შენაკადებია: იაზვა (მარჯვენა), კოლვა (მარცხენა). იკვებება შერეულად, ჭარბობს თოვლის წყლები. იყინება ოქტომბრის ბოლოს – ნოემბრის დასაწყისში, ლღვება აპრილის ბოლოს. დასაცურებელია. სანაოსნოა ნავმისადგომ ველსიდან (312 კმ).[2] რეგულარული სამგზავრო მიმოსვლა ხორციელდება ქალაქ კრასნოვიშერსკამდე. ვიშერის აუზში ალმასის საბადოებია.[1]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Вишера // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 5 — М., 1971.
- ↑ 2.0 2.1 Вишера // Большая российская энциклопедия. т. 5. — М., 2006. — стр. 415.