ვიქტორ კერნბახი
ვიქტორ კერნბახი | |
---|---|
შალვა ნუცუბიძე ვიქტორ კერნბახთან ერთად | |
დაბადების თარიღი | 14 ოქტომბერი, 1923[1] |
დაბადების ადგილი | კიშინიოვი |
გარდაცვალების თარიღი | 16 თებერვალი, 1995[1] (71 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ბუქარესტი |
საქმიანობა | სამეცნიერო ფანტასტიკოსი მწერალი და მითოგრაფი |
მოქალაქეობა | რუმინეთი |
ალმა-მატერი | ბუქარესტის უნივერსიტეტი |
ვიქტორ კერნბახი (რუმ. Victor Kernbach; დ. 14 ოქტომბერი, 1923, კიშინიოვი — გ. 16 თებერვალი, 1995, ბუქარესტი) — რუმინელი მწერალი, კრიტიკოსი, მთარგმნელი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1950-იანი წლების დასაწყისიდან დაინტერესდა ქართული კულტურით, შეისწავლა ქართული ენა. 1956 წელს დაასრულა ვეფხისტყაოსნის სრული პოეტური თარგმანი, რომელიც 2-ჯერ (1957-1963) გამოიცა. კერნბახმა თარგმნა და გამოსცა ნიკოლოზ ბარათაშვილისა (ბუქარესტი, 1959; თბილისი, 1968) და გიორგი ლეონიძის (1959) ლექსების კრებულები. მასვე ეკუთვნის „ქართული ხალხური ზღაპრების“, კონსტანტინე გამსახურდიას „დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენის“, დავით გურამიშვილის, გალაკტიონ ტაბიძის, სიმონ ჩიქოვანის, ი. აბაშიძის, გ. აბაშიძის ლექსების თარგმანები. ვიქტორ კერნბახი იყო ქართული კულტურის პოპულარიზატორი, რუმინულ პრესაში აქვეყნებდა სტატიებს საქართველოს შესახებ. რამდენიმეჯერ იმოგზაურა საქართველოში, რომელსაც მიუძღვნა წიგნი „მყინვარებისა და ნარინჯების ქვეყანაში“ (1958, ქართული თარგმანი — 1968).
ვიქტორ კერნბახი ასე ახასიათებს საქართველოს დედაქალაქ თბილისს:[2]
2018 წელს ვიქტორ კერნბახი ქართული კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.[3]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჯინჯიხაშვილი ფ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 476.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
- ↑ სტუმრები თბილისზე. ვიქტორ კერნბახი თბილისზე. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2012-08-20.
- ↑ საქართველოს პრეზიდენტმა რუმინელი მთარგმნელი ვიქტორ კერნბახი ღირსების ორდენით დააჯილდოვა[მკვდარი ბმული]