ვიტალი ზაკრუტკინის სახლ-მუზეუმი
ვიტალი ზაკრუტკინის სახლ-მუზეუმი | |
---|---|
47°34′25″ ჩ. გ. 40°50′31″ ა. გ. / 47.57361° ჩ. გ. 40.84194° ა. გ. | |
დაარსდა | 1986 |
ქვეყანა | რუსეთი |
მდებარეობა | როსტოვის ოლქი |
ვიტალი ზაკრუტკინის სახლ-მუზეუმი (რუს. Дом-музей В.А. Закруткина) — ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი როსტოვის ოლქის სემიკარაკორსკის რაიონის სოფელ კოჩეტოვსკაიაში. წარმოადგენს სემიკარაკორსკის ისტორიულ-მხარეთმცოდნეობითი მუზეუმის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვიტალი ზაკრუტკინის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმის გახსნა სტანიცა კოჩეტოვსაიაში გაიმართა 1986 წლის 26 აპრილს.
ცნობილი მწერალი და ლიტერატურათმცოდნე, სსრკ-ის სახელმწიფო პრემიისა და სტალინური პრემიის ლაურეატი ვიტალი ზაკრუტკინი (1908-1984 წწ.) სამი ათწლეულის მანძილზე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა დონის მიწაზე. ზაკრუტკინი, ისევე როგორც მიხეილ შოლოხოვი წერდა განსაკუთრებულ, მწერლის დონურ სტილზე.
სტანიცა კოჩეტოვსკაიაში მწერალმა შექმნა ისეთი ნაწარმოებები, როგორიცაა: „Матерь человеческая“, „Плавучая станица“, „Сотворение мира“, „Мать сыра земля“, „Цвет лазоревый“ და სხვა[1]. გარდა ამისა იგი იყო რაიონული და შემდეგ საოლქო საბჭოს დეპუტატი. ზაკრუტკინის დამსახურებით სტანიცაში აშენდა ახალი სკოლა, აღდგა ეკლესია სემიკარაკორსკში. ასევე იგი ეხმარებოდა ადგილობრივი საბჭოთა მეურნეობის მოწყობაში.
მუზეუმის ექსპოზიციის ავტორები არიან რუსეთის დამსახურებული მხატვარი პ. იბალაკოვი და რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის წევრი ვ. ტიხომოროვა.
2004 წელს მუზეუმი გახდა სემიკარაკორსკის ისტორიულ-მხარეთმცოდნეობითი მუზეუმის სტრუქტურული ქვედანაყოფი. სახლ-მუზეუმის ფონდებში ინახება 6 868 ექსპონატი. ყველა მათგანი შეგროვდა მწერლის ქვრივის ნ. ზაკრუტკინაიას ძალებითა და საოლქო მუზეუმის თანამშრომელთა წყალობით[2].
სახლ-მუზეუმში ყველა ნივთი ისეა შენახული, როგორც იგი იყო მწერლის ცხოვრებაში. მისი პატარა ხის სახლი გარშემორტყმულია ხილის ბაღებით, ფართო კიბეები ადის ჯერ ვერანდაზე, შემდეგ ოთახებში. მწერლის კაბინეტში მდებარეობს მისი საწერი მაგიდა, მაგიდის ლამფა, მელნის აღჭურვილობა და სხვადასხვა სუვენირები. ასევე სახლში მდებარეობს ბიბლიოთეკა, რომელიც მოიცავს ორი ათას წიგნს. თვალსაჩინო ადგილზეა გამოკიდული საბრძოლო ნაბადი, ჭოგრიტი და კორტიკი[1].
ეზოში მდებარეობს მწერლის საფლავი[1].
სახლ-მუზეუმი არის სემიკარაკორსკის რაიონის კულტურული ცენტრი. აქ ყოველწლიურად იმართება ე. წ. „ზაკრუტკინის გაზაფხულის“ ღონისძიებები[2].
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 Музей В.А. Закруткина. special.donland.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-26. ციტირების თარიღი: 2017-02-26.
- ↑ 2.0 2.1 Елена Александровна Пугачёва, Алексей Сергеевич Злыгостев. Ergonomic-Data.com , E-Mail webmaster@historic.ru. Памяти Виталия Закруткина. rostov-region.ru. ციტირების თარიღი: 2017-02-26.