ვიკიპედია:წაშლილი გვერდების განხილვები/2021/განხილვა:გიორგი ფხაკაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დოკუმენტაცია აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.

განმარტება წაშლის კანდიდატურაზე[წყაროს რედაქტირება]

გვერდი მონიშნული იყო როგორც წასაშლელი. მე, ჩავასწორე მოცემული ინფორმაცია, გავმართე ის და ახლა შეესაბამება ვიკიპედიის სტანდარტებს. აქედან გამომდინარე, ამოვიღე წაშლის თარგი.— ~ბ.ბ.~ (მომწერეთ აქ!) 19:30, 11 ივნისი 2021 (UTC)[უპასუხე]

@Beqabai: ტვილდიანის უნივერსიტეტის საიტის გარდა, არსად წერია გავიში მისი ამ პოზიციის შესახებ. თანაც, ამ საიტზეც კი არაფერი წერია გაეროს გენმდივნის თანაშემწეობის შესახებ. ამოსაღებია ეს წინანადება მთლიანად. — Mikheil მიწერა 09:05, 13 ივნისი 2021 (UTC)[უპასუხე]
ზოგადად, სქოლიოებში არსად არის ნახსენები თავად ფხაკაძე. უშუალოდ ინსტიტუციებზეა საუბარი. ამ სახით სრულიად წასაშლელია ეს სტატია. — Mikheil მიწერა 09:07, 13 ივნისი 2021 (UTC)[უპასუხე]
წასაშლელია, ვეთანხმები მიხეილს. გიო ოქრო 10:20, 13 ივნისი 2021 (UTC)[უპასუხე]
ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს სტატია მარტო ფეისბუკის ან რაიმე სხვა სოც. მედია ანგარიშის ვერიფიცირებისთვის შეიქმნა. ამიტომ მეც ვფიქრობ, რომ წასაშლელია. თქვენის ნებართვით წაშლის თარგს ჩავსვამ სტატიაში. Mehman 97 15:43, 13 ივნისი 2021 (UTC)[უპასუხე]

იგივე ლოგიკით, რატომ არსებობს სტატია ბიძინა კულუმბეგოვი? რომელიც თქვენი ჩაედითებულიცაა. რავიცი, თქვენ უკეთ იცით, ვიკიპედიის დიდმა საზოგადოებამ. - ~ბ.ბ.~ (მომწერეთ აქ!) 04:03, 14 ივნისი 2021 (UTC)[უპასუხე]

მე ყველა ინფორმაციას გადავხედავ და რომელსაც ვერ დავადასტურებ, წავშლი. ასე უცებ წაშლის თარგის ჩასმას არ ჯობია ჩავაედითოთ? თუ მაინც და მაინც ამ ადამიანზეა გართულება, არ მესმის. ახლა ვნახე და პირდად თავის თავზეც ჩაუედითებია რაღაცები, ისტორიიდან და მაგ ცვლილებებს უკან დავაბრუნებ, ან წავშლი. რავიცი ასეთი ხისტი დამოკიდებულება მართლა მიკვირს თქვენგან. - ~ბ.ბ.~ (მომწერეთ აქ!) 04:07, 14 ივნისი 2021 (UTC)[უპასუხე]
@MIKHEIL: ძალიან გთხოვ, ახლა გადახედო წყაროებს. მათ შორის გავის საიტს (მესამე სქოლიო). ასევე სხვა ყველა სქოლიოს, რომელიც ზუსტად იმ ინფორმაციას ადასტურებს, რომელიც წერია. კიდევაა რაიმე პრობლემა? — ~ბ.ბ.~ (მომწერეთ აქ!) 04:48, 14 ივნისი 2021 (UTC)[უპასუხე]

ამ ფორმით სტატია სრულად აკმაყოფილებს სტანდარტებს. ვიკიპედიაში ბიოგრაფიული სტატიების 90 პროცენტი ამაზე უკეთესი ნამდვილად არ არის, ასე რომ პრობლემას ვერ ვხდავ. Gobrona განხილვაწვლილი 06:42, 14 ივნისი 2021 (UTC)[უპასუხე]

რომელი წყარო ადასტურებს, რომ არის გაეროს გენმდივნის მრჩეველი? სულ სხვა რამე წერია იქ. — Mikheil მიწერა 13:09, 14 ივნისი 2021 (UTC)[უპასუხე]
„ვიღაცაზე სტატია რატომ არსებობს და ამაზე არა“ ან „ბიოგრაფიული სტატიების 90 პროცენტი ამაზე უკეთესი ნამდვილად არ არის“ — არ არის არგუმენტი და არ ამართლებს ამ სტატიის არსებობას. დამოკიდებულება კი ხისტი ნამდვილად არ არის. Mehman 97 13:12, 14 ივნისი 2021 (UTC)[უპასუხე]

სტატიის პრობლემები[წყაროს რედაქტირება]

სტატიას გადავხედე და რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა აქვს.

  1. პირველი - არც-ერთი წყარო არ ასახელებს, რომ ბ-ნი ფხაკაძე არის გაეროს გენმდივნის მრჩეველი, ან რამე მიახლოებული თანამდებობა უკავია - ყველა წყარო, საუკეთესო შემთხვევაში, ასახელებს ექსპერტთა დამოუკიდებელი ჯგუფის წევრობას, რომელიც ირიბად არის დაკავშირებული გაეროსთან.
  2. მეორე - წყაროების ნაწილი სრულიად შეუსაბამოა და არ ადასტურებს იმ წინადადებას, რომელსაც უნდა ადასტურებდეს: მაგ. წყარო N11 გადადის Accountability Panel-ზე, სადაც სტატიის გმირი სულ არ არის ნახსენები. ეს (არაერთი) დარღვევა სერიოზული პრობლემაა, რადგანაც წარმოადგენს წყაროს ფალსიფიცირებას, რაც დაუშვებელია.
  3. მესამე - მე ზოგადად მაინტერესებს, რამდენად შეესაბემაბ სტატიის გმირი აკადემიური მნიშვნელობის კრიტერიუმებს, რადგანაც ამ ეტაპზე სათანადო დასაბუთებას ვერ ვხედავ.--Melberg მიწერა 13:19, 14 ივნისი 2021 (UTC)[უპასუხე]

ახალი წყარო დაემატა წყაროებს და გადახედეთ, რამდენად რელევანტურად თვლით. :) [1] - ~ბ.ბ.~ (მომწერეთ აქ!) 14:54, 17 ივნისი 2021 (UTC)[უპასუხე]

არ არის რელევანტური. ბიოგრაფიული ლექსიკონი იმავე პრინციპით ივსება, რომლითაც ვიკიპედია - ნებისმიერს შეუძლია რედაქტირება, შესაბამისად, წყაროდ თუ გამოდგება, ისიც მხოლოდ ტრივიალური ფაქტებისთვის.--Melberg მიწერა 15:29, 17 ივნისი 2021 (UTC)[უპასუხე]

სამწუხაროდ, იკვეთება წონადობის დაბალი მაჩვენებელი. არ ჩანს მნიშვნელოვნება. ამდენად სტატია წაიშალა. - OTOGI Messages 18:20, 30 ივნისი 2021 (UTC)[უპასუხე]