შინაარსზე გადასვლა

ვიკიპედია:სტატიის ოსტატი/მუსიკალური მნიშვნელობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
3. მნიშვნელობა
4. წყაროები
5. შიგთავსი
6. დასასრული
მნიშვნელობა
საგანი ან თემა სავარაუდოდ არის მნიშვნელოვანი, თუ ის საკმარისად დაწვრილებითაა აღწერილი დამოუკიდებელ ავტორიტეტულ წყაროებში.
ვიკიპედია:რელევანტურობა

ვიკიპედიაში სტატია ნებისმიერ მუსიკოსზე არ იწერება.

მსოფლიოში მილიონობით მუსიკოსია, მაგრამ მხოლოდ მათი მცირე ნაწილის ბიოგრაფია წარმოადგენს ვიკიპედიისთვის ღირებულ მასალას. საერთო მოთხოვნაა ავტორიტეტული მეორადი წყაროების არსებობა, რომლებიც საზოგადო ინტერესის დემონსტრირებას ახდენს. ისეთი მუსიკოსების ბიოგრაფია, რომლებიც პასუხობენ მინიმუმ ერთ-ერთ ქვემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმს, შეიძლება ცალკე სტატიების სახით იქნას წარმოდგენილი, ვინაიდან საზოგადოებას მათ მიმართ ინტერესი აქვს. ეს სია არასრულია, მაგრამ აჩვენებს, თუ როგორი არის დაახლოებით ვიკიპედიისთვის საჭირო მნიშვნელობის დონე:

მუსიკოსი ან ჯგუფი (კომპოზიტორები, არანჟირების ავტორები, ვოკალისტები, ორკესტრები, ანსამბლები, დიჯეები და ა.შ.) მნიშვნელოვანია იმ შემთხვევაში, თუ პასუხობს ერთ-ერთს ამ კრიტერიუმებიდან:

  • ავტორიტეტული წყაროები შეიცავს ინტერვიუებს, სტატიებს ან რეპორტაჟებს მუსიკოსზე ან მის ცხოვრებაზე.
  • მისი ნაწარმოებები სულ მცირე ერთ ქვეყანაში არის აღნიშნული ვერცხლის ან უფრო მაღალი სტატუსით.
  • არის მუსიკალური პრემიის ლაურეატი, მაგალითად, კონკურსის ან ფესტივალის ჯილდოს (გრემის ჯილდოს მსგავსი).

სიმღერა ან ალბომი მნიშვნელოვანია თუ:

  • ალბომი წარმოადგენს ოფიციალურ გამოცემას (და არა მეკობრული წესით შედგენილ და გავრცელებულ კრებულს) ან მოიპოვება მისი მითითება შემსრულებლის ოფიციალურ საიტზე ან მსოფლიო დისკოგრაფიების მონაცემთა ბაზებში (როგორიც არის ავტორიზებული Discogs).
  • სიმღერაზე მოიპოვება შექმნის ისტორია და/ან მისი მითითება ინტერვიუებში, ადგილი ჩარტებში და ა.შ.
  • ნაწარმოები შეტანილია დიდი მუსიკალური კონკურსის პრიზიორთა სიაში (ასეთია, ვთქვათ, ევროვიზია ან გრემის ჯილდო). აქ იგულისხმება მუსიკალური არხების მიერ დაწესებული ჯილდოები, მუსიკალური ჟურნალების პრემიები.
  • ნაწარმოები გამოიყენება, გამოიყენებოდა ან წარმოადგენდა სახელმწიფოს, პირველი დონის ადმინისტრაციულ ერთეულის ან მნიშვნელოვანი ორგანიზაციის ჰიმნს (საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი, გაერო, დიდი პოლიტიკური პარტიები და ა.შ.).

შენიშვნა:

მრავალი მომხმარებელი უარყოფითად აღიქვამს ვიკიპედიაში რეკლამას. გარდა ამისა, ვიკიპედიის სარეკლამო მიზნებით გამოყენება ეწინააღმდეგება პროექტის წესებს. ამიტომ, თუ თქვენი სტატია ატარებს თვითრეკლამის სახეს, არღვევს ნეიტრალურობის პოლიტიკას (მაგალითად, არის წყაროს გარეშე მითითებული თვითსაქებარი შეფასებები), იგი სავარაუდოდ სწრაფად წაიშლება.


თქვენი სტატია პასუხობს მნიშვნელობის მოთხოვნებს?