შინაარსზე გადასვლა

ვიკიპედია:კენჭისყრა/გამოჩენილი, ცნობილი და მისთანნი სტატიებში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დოკუმენტაცია აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.

გამოჩენილი, ცნობილი და მისთანნი სტატიებში

[წყაროს რედაქტირება]

გთხოვთ დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია, უნდა იყოს თუ არა სტატიებში შემდეგი სიტყვები: გამოჩენილი, ცნობილი, საუკეთესო, გამორჩეული და მისთანნი. ამასთან დაკავშირებული მსჯელობა იხილეთ აქ და აქ, ყავახანაში. იმის გასარკვევად, უნდა იყოს თუ არა ასეთი სიტყვები სტატიებში, ქვემოთ დააფიქსირეთ თქვენი ხმა.

ხმის მისაცემად გამოიყენეთ მხოლოდ (მომხრე) - {{ჰო}}. ერთ მომხმარებელს ხმის მიცემა შეუძლია მხოლოდ ერთი ვარიანტისათვის. კენჭისყრა იქნება გახსნილი 2011 წლის 31 მაისიდან 2011 წლის 7 ივნისამდე. — GIO→13 () 17:09, 31 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]

კი, უნდა იყოს სტატიებში ასეთი სიტყვები

[წყაროს რედაქტირება]
  1. (მომხრე) - საერთაშორისოდ დამკვიდრებული ენციკლოპედიური პრაქტიკის თანახმად. --Ouzo განხილვაწვლილი 17:11, 31 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]
  2. (მომხრე) - საერთაშორისოდ დამკვიდრებული ენციკლოპედიური პრაქტიკის თანახმად. --იორგი; 17:15, 31 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]

არა, არ უნდა იყოს სტატიებში ასეთი სიტყვები

[წყაროს რედაქტირება]
  1. (მომხრე) — GIO→13 () 17:09, 31 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]
  2. (მომხრე)--Δαβίδ 17:28, 31 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]

მოვითხოვ, საერთოდ შეწყვიტოთ ეს კენჭისყრა. ჩამოუყალიბებელია, რას ვაძლევთ ხმას და თუ მართლა იმას ვაძლევთ ხმას, რაც ზემოთ არის დაწერილი, მაშინ დავიღუპეთ და ეგაა. შევეცდები ავხსნა, რატომ ვფიქრობ ასე: საერთოდ, ასეთი რადიკალური წესების შემოღება ნებისმიერ სფეროში და არა მარტო ვიკიპედიაში ყოველთვის გაუმართლებელია. კითხვა „უნდა იყოს თუ არა სტატიებში შემდეგი სიტყვები...“ პირდაპირ რომ ვთქვათ, არის ძალიან დაუფიქრებლად დაწერილი. შესაძლოა დღეს ყველა ხვდება, რა იგულისხმება ამაში, მაგრამ გავა დრო და თუ ასეთი წესი შემოვიღეთ (კითხვის შესაბამისად: აიკრძალოს სტატიებში შემდეგი სიტყვების გამოყენება...) ცუდ შედეგამდე მივალთ. თუმცა, კენჭისყრის მთავარი კითხვის ჩამოუყალიბებლობის გამო, მე არც ახლა ვარ დარწმუნებული, რომ ყველა ვიკიპედიელი ერთნაირად აღიქვამს ამ კითხვას ამ წუთშივე. კიდევ უფრო ზუსტად რომ გავიგოთ: ამ კითხვაზე დადებითი პასუხის გაცემა ნიშნავს იმას, რომ ვიკიპედიაში ვკრძალავთ ამგვარ სიტყვებს საერთოდ, არა აქვს აზრი კონტექსტს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ აიკრძალება ამგვარი წინადადებაც: პეტრე პავლიაშვილის აზრით ეს ადამიანი ყველაზე ცნობილი და გამოჩენილია მსოფლიოში. ამგვარი აკრძალვა კი, დამეთახმებით, არცერთი ჩვენგანის მიზანი არაა (მათ შორის არც იმათი, ვინც დადებითად პასუხობს ამ კენჭისყრაში).

გამოსავალი: კენჭისყრამდე აუცილებელია კანონპროექტის შედგენა, ჩამოყალიბებულის და კენჭი სწორედ მას უნდა ვუყაროთ. მე ჩემს კანონპროექტს წარმოვადგენ და იმას გამოვიტან კენჭისყრაზე – სხვებსაც შეგიძლიათ, რა თქმა უნდა, კანონპროექტის შედგენა და შემდეგ საუკეთესო ამოვარჩიოთ. ჩემი თხოვნა კი იქნება, რომ ამგვარი სპონტანური კენჭისყრებისაგან თავი შევიკავოთ მომავალში, ხოლო ახლა მოვუწოდებ ვიკიპედიელებს, არ მიიღონ მონაწილეობა ამ კენჭისყრაში. ბოდიში გიორგის. — დავით პასუხი 17:53, 31 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]

პეტრე პავლიაშვილის აზრით ეს ადამიანი ყველაზე ცნობილი და გამოჩენილია მსოფლიოში. რა თქმა უნდა არ გვიგულისხმია ასეთი აკრძალვები, გააჩნია სიტუაციას. ბოდიში არაა საჭირო დავით :) კარგი აზრია საკუთარი კანონპროექტის წარმოდგენა. — GIO→13 () 18:00, 31 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]
ვიცი რომ არ გიგულისხმია, მაგრამ ეგ არ ჩანს :). სწორედ მაგიტომ ვამბობ, რომ წინასწარ ჩამოყალიბებაა საჭირო. მე ორ ალტერნატიულ პროექტს ვამზადებ, იმედია შემომიერთდებიან სხვებიც. გთხოვთ, შეწყვიტეთ კენჭისყრა. — დავით პასუხი 18:02, 31 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]
„ვიცი რომ არ გიგულისხმია, მაგრამ ეგ არ ჩანს :).“ - მართალია. „რომ წინასწარ ჩამოყალიბებაა საჭირო“ - ესეც მართალია. კენჭისყრა წამოვიწყე იმიტომ, რომ ზედმეტი კამათი, შესაძლო გადაზრდილი პირად შეურაცხყოფაში, აგვერიდებინა თავიდან. — GIO→13 () 18:10, 31 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]
შევწყვიტოთ კენჭისყრა? — დავით პასუხი 18:23, 31 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]
4 მომხმარებლის ხმა არის დაფიქსირებული, ამიტომ ოთხივეს უნდა სურდეს შეწყვეტა. — GIO→13 () 18:32, 31 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]
კი მაგრამ 4-ვეს უნდოდა დაუსრულებელი განხილვის შეწყვეტა? ან 4-ვეს სურდა კენჭისყრის დაწყება?— Ouzo განხილვაწვლილი 18:34, 31 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]
ველოდები კენჭისყრაში მონაწილე დანარჩენი ორის თანხმობას, რომ შეწყდეს კენჭისყრა და განვიხილოთ ჩემი პირველი კანონპროექტი, რომელიც უკვე მზად მაქვს. — დავით პასუხი 18:41, 31 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]
მგონი შესაძლებელია პარალელურ რეჟიმში განვიხილოთ. ანუ სანამ მათი თანხმობა იქნება. — GIO→13 () 18:47, 31 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]
ყავახანაში ჩამოვაყალიბე ჩემი არგუმენტი. მაინტერესებს სხვათა არგუმენტები (კენჭისყრის შეწყვეტის მომხრე რომ ვარ, მგონი ცხადია).— Ouzo განხილვაწვლილი 18:50, 31 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]
მე თანახმა ვარ, რომ დროებით შეჩერდეს კენჭისყრა--Δαβίδ 06:52, 1 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]
გაანებეთ თავი ველოსიპედის თვიდან გამოგონებას! ვიკიპედიის წესებით სტატიები შეფასებებს არ (უნდა) აკეთებ(დნ)ენ წყაროს დამოწმების გარეშე, შესაბამისად, რას ვუყრით კენჭს?! --Rastrelli F 06:53, 1 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]
არ უნდა აკეტებდნენ შეფასებას, ეს მარტალია, მაგრამ როგორც ჩანს, გაუგებარია და ვერ ვტანხმდებით იმასი, თუ რას დავარქვათ შეფასება. — დავით პასუხი 08:08, 1 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]
დათო, ამ სახით კენჭისყრა, განხილვადაც არ ღირს. მნიშვნელოვან საკითხებზე არ ყოფილა ასეთი აქტივობა, აქ იმას ვუყრით კენჭს „ყველა ზედსართავი სახელი“ არის თუ არა შეფასება, თუ რაშია საქმე?! --Rastrelli F 11:18, 2 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]

არ უნდა აკეთებდნენ შეფასებას სტატიის ავტორები თავად - ამაში სრული თანხმობაა. მაგრამ, შეფასება შეიძლება იყოს, თუ ის ეყრდნობა აღიარებულ ავტორიტეტულ წყაროს - ამას ვამბობ მეც, სხვა არაფერს.— Ouzo განხილვაწვლილი 08:15, 1 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]