ვიკიპედია:კენჭისყრა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მალხმობა:
ვპ:კენჭი

იმისათვის, რომ ვიკიპედიელთა უფრო მეტი ყურადღება მივიპყროთ მნიშვნელოვან საკითხებზე, ხშირად სასარგებლოა აზრთა გამოკითხვის ჩატარება. ამ გვერდზე მოთავსებულია ამჟამად სხვადასხვა განხილვის გვერდებზე მიმდინარე კენჭისყრა/დისკუსიების სია. ის ასევე შეიცავს ბმულებს დებატებზე და მისთ. გახსოვდეთ, რომ სასურველია კენჭისყრამდე მოხდეს თემის განხილვა/დისკუსია. ვიკიპედიაში კენჭისყრის წესებისთვის იხ. ვიკიპედია:კენჭისყრის პოლიტიკა.

ინსტრუქციები გამოკითხვის სიაში შემტანთათვის: გთხოვთ დაამატოთ ახალი გამოკითხვა შესაფერისი სათაურით. ბმული მიუთითეთ შესაბამის სექციაზე განხილვის გვერდზე. დაამატეთ მოკლე განსაზღვრება თუ რას ეხება ეს გამოკითხვა. მიუთითეთ გამოკითხვის დაწყების და დამთავრების თარიღები, თუ საჭიროა. გამოკითხვის პერიოდის დასრულების შემდეგ შეიძლება მისი სიიდან ამოღება (თუმცა არა დაუყოვნებლივ; დატოვეთ რამდენიმე დღით გამოკითხვის დასრულების შემდეგ, რათა დაინტერესებულ მხარეებს მიეცეს შედეგების გაცნობის საშუალება). თუ დახურვის თარიღს არ უთითებთ, მაშინ მისი ამოღება სიიდან შეიძლება როცა საკითხი უკვე აღარ არის აქტიურად განხილვის საგანი. ზოგიერთი მნიშვნელოვანი კენჭისყრა/გამოკითხვის ისტორია შეინახება არქივში, დანარჩენი წაიშლება, თუმცა მათი ნახვა შესაძლებელი იქნება ამ გვერდის ისტორიაში.

გამოკითხვის დანიშნულება

გამოკითხვების დანიშნულებაა კამათის გადაწყვეტა ან მოსაზრებათა მოძიება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე. ისინი გვეხმარება კონსენსუსის მიღწევაში, იმ შემთხვევაში, როდესაც საზოგადოების შეხედულება ამა თუ იმ ჩვეულებრივ დისკუსიაში ცალსახა არ არის. მაგალითად, კენჭისყრამ შეიძლება მოიზიდოს დამატებით ადამიანთა ხმები, რომლებიც ეთანხმებიან ერთ-ერთ რომელიმე მოსაზრებას, თუმცა ისინი დისკუსიას არ შეუერთდნენ ვინაიდან არ თვლიდნენ, რომ რაიმე ახალი აზრი არ ჰქონდათ. გამოკითხვის ორგანიზაციისთვის შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ დახმარების გვერდით ვიკიპედია:კენჭისყრის პოლიტიკა. გამოკითხვის შედეგები რაიმე ვალდებულებას არ ქმნის და შესაძლოა მისი ინტერპრეტაცია სხვადასხვანაირად მოხდეს. გამოკითხვამ შეიძლება ხშირად კენჭისყრის სახე მიიღოს, თუმცა ეს იგივე არაა, რაც არჩევნები. ვიკიპედიასთან დაკავშირებული არჩევნების ინფორმაციისთვის იხ. ვიკიპედია:არჩევნები. გამოკითხვების გამოყენება საშუალებას გვაძლევს გავარკვიოთ არსებობს თუ არა კონსენსუსი გარკვეულ საკითხზე და არა იმაზე, თუ რომელი მხარე იმარჯვებს. წარმატებული გამოკითხვები და კენჭისყრა მხოლოდ იმ მომენტისთვის არსებულ კონსენსუსს ასახავს და, ამგვარად, ისინი რაიმეს წინაპირობას არ ქმნის. მიუხედავად ამისა, გამოკითხვის გამოყენება სასარგებლოა ზოგიერთისთვის ვინც არ ეთანხმება გარკვეულ მოსაზრებას, თუმცა გაგებით ეკიდება საზოგადოების უმრავლესობაში არსებულ კონსენსუსს.




მიმდინარე კენჭისყრა

დოკუმენტაცია აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.

კითხვა:

დასაშვებია თუ არა მომხმარებლის პირადი განხილვის გვერდის დაცვა? (იხილეთ განხილვა ვიკიპედიის ფორუმში)

კენჭისყრაში მონაწილეობის წესები:

სასურველ პოზიციას ხმა მიეცით # {{ჰო}} ~~~~ კოდის გამოყენებით; ხმის მისაცემად ნუ გამოიყენებთ სხვა თარგებს: {{ჰმმ}}, {{არა}}. ნუ დაიწყებთ განხილვას ამ გვერდზე, ამისათვის არსებობს მომხმარებლის განხილვის გვერდის დაბლოკვა მომხმარებლისავე სურვილით|ფორუმი. კენჭისყრა მიმდინარეობს 1 მარტიდან 7 მარტის ბოლომდე.

I პოზიცია

მომხმარებლის პირადი განხილვის გვერდის დაცვა შეიძლება მხოლოდ ნაწილობრივ (იხ. ნაწილობრივი დაცვა) და მოკლე ვადით გახშირებული ვანდალური შემოტევების თავიდან აცილების მიზნით. ამ პოზიციის მომხმრეებს მიაჩნიათ, რომ რადგან მომხმარებლის განხილვის გვერდი არაა მომხმარებლის სახელთა სივრცეში მოქცეული, შესაბამისად, მისი გაკონტროლება მფლობელის სურვილისამებრ შეუზღუდავად არ უნდა ხდებოდეს (მფლობელს არ აქვს უფლება წაშალოს, სრულად ან ნაწილობრივ დიდი ხნით დაბლოკოს/დააბლოკინოს საკუთარი განხილვის გვერდი). არაა სამართლიანი, წინასწარ პოტენციურად განსაზღვრო მომხმარებელთა ზოგადი ჯგუფი, რომელსაც არ ექნება შეტყობინების გაგზავნის თავისუფლება სასურველ მომხმარებელთან. აქტიური მომხმარებლის მიერ არასწორია, როცა ერთი მხრივ IP/ახალ მომხმარებელს ატყობინებს, რომ კითხვების შემთხვევაში შეუძლია მიმართოს მას, მეორე მხრივ კი უკრძალავს ამას.

მომხრეები:

  1. Symbol support vote.svg (მომხრე) Deu. 07:55, 1 მარტი 2012 (UTC)
  2. --Melberg; 10:01, 1 მარტი 2012 (UTC)
  3. Symbol support vote.svg (მომხრე) – BruTe () 10:18, 1 მარტი 2012 (UTC)
  4. Symbol support vote.svg (მომხრე)--ცანგალა () 12:20, 1 მარტი 2012 (UTC)
  5. Symbol support vote.svg (მომხრე) — G.G. 14:00, 1 მარტი 2012 (UTC)
  6. Symbol support vote.svg (მომხრე) --M. განხილვაწვლილი 17:11, 1 მარტი 2012 (UTC)
  7. Symbol support vote.svg (მომხრე) --Tornike Redhat-office.png 17:22, 1 მარტი 2012 (UTC)
  8. Symbol support vote.svg (მომხრე) - Island (გ) 07:05, 2 მარტი 2012 (UTC)
  9. Symbol support vote.svg (მომხრე) - Rastrelli F 17:18, 6 მარტი 2012 (UTC)
  10. Symbol support vote.svg (მომხრე)--ოთარი () 16:09, 7 მარტი 2012 (UTC)

II პოზიცია

მოხმარებლის პირადი განხილვის გვერდის ნაწილობრივი დაცვა (მათ შორის მუდმივიც) შესაძლებელია. ამ პოზიციის მომხრეებს მიაჩნიათ, რომ ეს გვერდი მომხმარებლის სახელთა სივრცეშია მოქცეული და იგი მომხმარებლის სურვილისამებრ უნდა კონტროლდებოდეს. ისინი თვლიან, რომ ქართულ ვიკიპედიაში საკმარისადაა აქტიური მომხმარებლები და, შესაბამისად, IP/ახალ მომხმარებელს შეუძლია უბრალოდ სხვას მისწეროს.

მომხრეები:

III პოზიცია

მომხმარებლის უფლებაა აირჩიოს დაიცვას თუ არა თავის განხილვის გვერდი ავტომატურად დაუდასტურებელი მომხმარებლებისა და IP-ებისგან, მაგრამ ეს არ უნდა შეეხოთ ადმინისტრატორებს. მათი განხილვის გვერდის დაცვა მიზანშეუწონელია, რადგან თუკი IP/ახალ მომხმარებელს გაუჩნდება რაიმე კითხვა, მას დარეგისტრირებისა და შემდეგ სამი დღის ლოდინის გარეშე არ ექნებათ მიწერის საშუალება სასურველ ადმინისტრატორთან.

მომხრეები:

  1. Symbol support vote.svg (მომხრე) — Nodar Kherkheulidze განხილვა 11:56, 1 მარტი 2012 (UTC)
  2. Symbol support vote.svg (მომხრე) --მიხეილ New-Bouncywikilogo.gif (მიწერა) 16:32, 1 მარტი 2012 (UTC)
  3. Symbol support vote.svg (მომხრე)--David Rotating earth (Very small).gif 16:40, 1 მარტი 2012 (UTC)
  4. Symbol support vote.svg (მომხრე) --ჯაბა ლაბა 16:42, 1 მარტი 2012 (UTC)
  5. Symbol support vote.svg (მომხრე)--ოთოჯი / მომწერე 16:47, 1 მარტი 2012 (UTC)
  6. Symbol support vote.svg (მომხრე)--ოდაბადე განხილვაწვლილი 18:10, 1 მარტი 2012 (UTC)
  7. Symbol support vote.svg (მომხრე) — GIO→13South America (orthographic projection).svg 07:56, 2 მარტი 2012 (UTC)
  8. Symbol support vote.svg (მომხრე) — --NikaJiadze განხილვაწვლილი 16:59, 3 მარტი 2012 (UTC)
  9. Symbol support vote.svg (მომხრე) — --ნიკოლოზ1010 განხილვაწვლილი 17:27, 3 მარტი 2012 (UTC)
  10. Symbol support vote.svg (მომხრე) --Natiamiki განხილვაწვლილი 12:48, 7 მარტი 2012 (UTC)
  11. Symbol support vote.svg (მომხრე) --კოსტა ეგრისელი განხილვაწვლილი 17:13, 7 მარტი 2012 (UTC)
  12. Symbol support vote.svg (მომხრე)--მარგალონა განხილვაწვლილი 18:12, 7 მარტი 2012 (UTC)

შედეგი

კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 22-მა მომხმარებელმა. აქედან 10 ხმა პირველ პოზიციას, 0 ხმა მეორეს, 12 ხმა მესამეს. პროცენტულად ხმები ასე გადანაწილდა:

I პოზიცია ~ 45 %
II პოზიცია – 0 %
III პოზიცია ~ 55 %

ამ კენჭისყრიდან ვიკიპედიელების ერთსულოვანი აზრი ვერ გამოჩნდა. სამაგიეროდ გამოჩნდა ერთი რამ: ყველა თანხმდება იმაში, რომ მინიმუმ ადმინისტრატორებს არ შეიძლება განხილვის გვერდი ჰქონდეთ დაბლოკილი არცერთ დონეზე. გმადლობთ, Deu. 06:37, 8 მარტი 2012 (UTC)

არქივი

იხილეთ აგრეთვე