ვერის სახალხო თეატრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვერის სახალხო თეატრი, ვერის აუდიტორია, მუშათა თეატრი თბილისში. დაარსდა ვერის უბანში მცხოვრები მოწინავე მუშა-ახალგაზრდობის ინიციატივით.

პირველ სპექტაკლად 1907 წლის 30 ივნისს (14 ივლისი) წარმოადგინეს ა. ცაგარლის "ჭკუისა მჭირს" გ. იორდანიშვილის ხელმძღვანელობით. ვერის სახალხო თეატრის სპექტაკლებში გამოდიოდნენ ს. ივანიძე, ა. იმედაშვილი და სხვები. რეჟისორი იყო ვ. მატარაძე. თეატრს დიდად ეხმარებოდნენ ნ. გოცირიძე, ნ. გაბუნია, ე. ჩერქეზიშვილი და სხვები. დაიხურა 1910 წელს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]