ვედროს ომი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვედროს ომი
მეორე ფაზა, გველფების და გიბელინების ძალაუფლებისთვის ბრძოლის ნაწილი

ომის ადგილმდებარეობა, ემილია-რომანია
თარიღი 1325
მდებარეობა ემილია-რომანია, ჩრდილოეთ იტალია
შედეგი მოდენას გამარჯვება
მხარეები
ბოლონია (გველფები) მოდენა (გიბელინები)
მეთაურები
პაპი იოანე XXII პასერინო ბონაკოლსი
ძალები
32,000 (ძაპოლინოსთან) 7,000 (ძაპოლინოსთან)
დანაკარგები
დაახლ. 1,500 (ბოლონია) დაახლ. 500 (მოდენა)

ვედროს ომი ან მუხის ვედროს ომი (იტალ. Guerra della secchia rapita) — შეიარაღებული კონფლიქტი ბოლონიას და მოდენას ქალაქ-სახელმწიფოებს შორის, 1325 წელს. ომი მოხდა ემილია-რომანიას რეგიონში, ჩრდილოეთ იტალიაში. ეს ომი იყო ეპიზოდი 300 წლიანი ბრძოლიდან გველფებისა და გიბელინების შორის. ამ ომში იყო მხოლოდ ერთი ბრძოლა (ზაპოლინოს ბრძოლა), რომელიც მოიგო მოდენამ და ვედრო დარჩა ამ სახელმწიფოში. დღესდღეობით ეს ვედრო ისევ მოდენაშია.

გავრცელებული მითი, თუ რატომ დაიწყო ეს ბრძოლა, არის, რომ მოდენელებმა მოიპარეს ვედრო ბოლონიელების ჭიდან, მაგრამ, ეს მცდარია, რადგან ვედრო, მრავალი სარწმუნო მონაცემის მიხედვით, მოდენელებმა აიღეს, როგორც ჯილდო ომში გამარჯვებისთვის. ომი, სინამდვილეში, მოხდა, რადგან მოდენამ დაიპყრო ბოლონიელების ციხესიმაგრე მონტევეგლიო.[1]

ფონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შუა საუკუნეებიდან რენესანსამდე, ჩრდილოეთ იტალია დაყოფილი იყო მხარეებად, რომლებიც მხარს უჭერდნენ საღვთო რომის იმპერატორის (გიბელინები) და რომის პაპის (გველფები) ურთიერთსაწინააღმდეგო პოლიტიკურ პრეტენზიებს. მოდენა იყო გიბელინების, ხოლო ბოლონია იყო გუელფების. პოლიტიკური განსხვავება ამწვავებდა ბუნებრივ კონფლიქტს სასაზღვრო ტერიტორიებზე.

1776 წელს, ფიდრიხ ბარბაროსა დამარცხდა ლენიანოს ბრძოლაში ლომბარდიის ლიგასთან, რომელიც მხარს უჭერდა პაპ ალექსანდრე III-ს. ეს იყო დასაწყისი გაჭიანურებული კონფლიქტისა იტალიაში გუელფებსა და გიბელინებს შორის. ორმა მოწინააღმდეგე მხარემ დაიწყო ომი ერთმანეთის საწინააღმდეგოდ. მოდენა მტკიცე მხარდამჭერი იყო საღვთო რომის იმპერიისა და ფიცი დადეს რომ ყოფილიყვნენ გიბელინების ქალაქი. ჩჩრდილოეთის ქალაქი ბოლონია იყო გუელფების ქალაქი და მას ხელმძღვანელობდა პაპი, რადგან ისინი მხარს უჭერდნენ მას.

აცო VIII დ'ესტე, ფერარას მარკიზი აკონტროლებდა მოდენას 1293-დან 1308 წლამდე და ის დაუპირისპირდა ბოლონიას ნაწილობრივ იმისთვის, რომ გაეზარდა მისდამი მხარდაჭერა მოდენენას დიდებულებს შორის. მისი არჩეული მემკვიდრე, მანტუელი პასერინო ბონაკოლსი, იყო აგენტი იმპერატორ ლუდვიგ IV ბავარიელისა.[2] მან განაგრძო გიბელინების ომის პოლიტიკა, ამავდროულად, პარმა და რეჯო-ემილია მას ხელში ჰქონდა ჩაგდებული. პაპმა იოანე XXII-მ ბონაკოლსი ეკლესიის წინააღმდეგ ამბოხებულად გამოაცხადა და უბოძა ჯვაროსნების შესაფერისი ინდულგენციები ყველასთვის, ვინც ზიანს მიაყენებდა მის პიროვნებას ან მის საკუთრებას.[3]

ომის დაწყებამდეც კი, საზღვრების ბრძოლა გამრავლდა. აგვისტოში, ბოლონილებმა, რომელსაც ხელმძღვანელობდა პოდესტა, გაატარეს ორი კვირა მოდენას მიწების განადგურებაში. სექტემბერიში, მანტუამ თავისი რიგი აიღო, და თვის ბოლოს, როკა მონტევგლიოს უღალატეს მალკონტენტსებმა. ორ ამბოხებულ კასტელანებს თავი მოაჭრეს

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. La battaglia di Zappolino e la storia della secchia rapita it-IT. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-01-23. ციტირების თარიღი: 2019-09-23
  2. Called „creatura di Ludovico il Bávaro“ by Salvatore Muzzi, Compendio della storia di Bologna, 1875: ch. xxiv:104.
  3. Messer Passerino Signor di Modena ribelle di Santa Chiesa, fosse lecito a ciascuna persona di poter danneggiarlo nell’avere e nella persona, dando a chiunque certa perdonanza, come se andassero oltra mare a ricuperare il Sepulcro (Scriptores Rerum Italicum vol. XVIII, column 338, quoted in Angelo Namias, Storia di Modena e dei paesi circostanti 1894, book v, c. XIX:220)