ლომბარდიის ლიგა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლომბარდიის ლიგა (იტალ. Lega Lombarda) — 16 ჩრდილო-იტალიური ქალაქის კავშირი საღვთო რომის იმპერიის წინააღმდეგ.

ლიგა შეიქმნა 1167 წლის 7 აპრილს პონტიდის მონასტერში. მისი დამაარსებლები იყვნენ — მილანი, ლოდი, ფერარა, პარმა და პიაჩენცა. ლომბარდიის ქალაქებში საღვთო რომის იმპერიის იმპერატორის ბატონობის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შეთანხმებას ამ ქალაქებს შორის ხელი მოეწერა ოცი წლით. 1167 წლის აპრილ-დეკემბრის განმავლობაში ლიგას სხვა ქალაქებიც შეუერთდა.

1176 წლის ლენიანოს ბრძოლაში ლომბარდიის ლიგამ დაამარცხა ფრიდრიხ I ბარბაროსას რაინდები და იმპერატორს აიძულა, 1183 წელს ეღიარებინა ლომბარდიის ლიგის ქალაქების დამოუკიდებლობა. ლომბარდიის ლიგა 10 წლით განახლდა 1198 წელს.

1226 წელს ფრიდრიხ II ჰოენშტაუფენის ლომბარდიის დაპყრობის მცდელობასთან დაკავშირებით, ლომბარდიის ლიგა კიდევ 11 წლით გახანგრძლივდა.

ლიგის წევრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მილანი — 1167 წლის 7 აპრილიდან;
  2. პიაჩენცა — 1167 წლის 7 აპრილიდან;
  3. ფერარა — 1167 წლის 7 აპრილიდან;
  4. ლოდი — 1167 წლის 7 აპრილიდან;
  5. პარმა — 1167 წლის 7 აპრილიდან;
  6. კრემონა;
  7. მანტუა;
  8. ბერგამო;
  9. ბრეშია;
  10. ბოლონია;
  11. პადუა;
  12. ტრევიზო;
  13. ვიჩენცა;
  14. ვენეცია;
  15. ვერონა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Gianluca Raccagni: The Lombard League (1164–1225). Oxford University Press, Oxford u. a. 2010, ISBN 978-0-19-726471-3 (= A British Academy Postdoctoral Fellowship Monograph; englisch).
  • Odilo Engels: Die Staufer. 9. verbesserte und ergänzte Auflage mit Literaturnachtrag von Gerhard Lubich, Kohlhammer, Stuttgart 2010, ISBN 978-3-17-021363-0 (= Kohlhammer-Urban-Taschenbücher Band 154).
  • Helmut Maurer (Hrsg.): Kommunale Bündnisse Oberitaliens und Oberdeutschlands im Vergleich. Thorbecke, Sigmaringen 1987, ISBN 3-7995-6633-3 (= Konstanzer Arbeitskreis für Mittelalterliche Geschichte. Vorträge und Forschungen Band 33).
  • Stefan Weinfurter (Hrsg.): Stauferreich im Wandel, Ordnungsvorstellungen und Politik in der Zeit Friedrich-Barbarossas. Thorbecke, Stuttgart 2002, ISBN 978-3-7995-4260-9 (= Mittelalter-Forschungen, Band 9).