ვაჰრამ ფაფაზიანი
ვაჰრამ ფაფაზიანი | |
---|---|
| |
მშობლიური სახელი | Վահրամ Փափազյան |
დაბადების თარიღი |
18 იანვარი, 1888 კონსტანტინოპოლი, ოსმალეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი |
5 ივნისი, 1968 ლენინგრადი, სსრკ |
დაკრძალულია | კომიტასის პანთეონი |
ეროვნება | სომეხი |
მოქალაქეობა |
![]() ![]() |
საქმიანობა | მსახიობი, თაეტრის რეჟისორი |
ვაჰრამ ქამერის ძე ფაფაზიანი (სომხ. Վահրամ Փափազյան; დ. 6 იანვარი/18 იანვარი, 1888, კონსტანტინოპოლი — გ. 5 ივნისი, 1968, ლენინგრადი) — სომეხი მსახიობი. სსრკ სახალხო არტისტი (1956).
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სასცენო განათლება მიიღო იტალიაში (ვენეცია და მილანი), სადაც გამოდიოდა ე. დუზეს, ე. ნოველის, ე. ცაკონის, ჯ. გრასოს და სხვა დასებში. 1907–1922 წლებში მუშაობდა სტამბოლის სომხურ თეატრებში. 1922 წლიდან ცხოვრობდა სსრკ-ში. 1922–1953 წლებში მოღვაწეობდა ერევნის, თბილისის, ბაქოს, ლენინგრადის, სომხურ და რუსულ დასებში. 1954 წლიდან ერევნის გ. სუნდუკიანის სახელობის სომხურ თეატრში იყო. საუკეთესო როლები: ოტელო, ჰამლეტი, რომეო, მაკბეთი (შექსპირის „ოტელო“, „ჰამლეტი“, „რომეო და ჯულიეტა“, „მაკბეთი“), არბენინი (ლერმონტოვის „მასკარადი“), პროტასოვი (ლ. ტოლსტოის „ცოცხალი ლეში“), მეკ-გრეგორი (საროიანის „ჩემი გული მთებშია“). დაჯილდოვდა ლენინის ორდენითა და მედლებით.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 240.