ვახტანგ პაპიაშვილი
იერსახე
ვახტანგ პაპიაშვილი (დ. 22 აპრილი, 1919, თბილისი — გ. 2000) — ქართველი ინჟინერი. საქართველოს სსრ დამსახურებული ინჟინერი. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს IV-V მოწვევის დეპუტატი.
1942 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, ტექნოლოგიის სპეციალობით.
1942-1969 წლებში მუშაობდა კასპის ცემენტის ქარხანაში ცვლის ოსტატად, საამქროს უფროსად, საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსად, შიფერის წარმოების დირექტორად, ცემენტის ქარხნის მთავარ ინჟინრად, დირექტორად. 1969-1979 წლებში — საქართველოს სსრ საშენ მასალათა მრეწველობის მინისტრის მოადგილედ. მისი უშუალო ხელმძღვანელობით განხორციელდა კასპისა და რუსთავის ცემენტის ქარხნების მბრუნავი ღუმელებისა და შიფერის წარმოების რეკონსტრუქცია. იყო მრავალი დანერგილი წინადადების ავტორი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კატეგორია:
- ქართველი ინჟინრები
- დაბადებული 22 აპრილი
- დაბადებული 1919
- გარდაცვლილი 2000
- საქართველოს სსრ-ის IV მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- საქართველოს სსრ-ის V მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის კურსდამთავრებულები
- თბილისში დაბადებულები
- პაპიაშვილები
- საქართველოს სსრ-ის დამსახურებული ინჟინრები