შინაარსზე გადასვლა

ვახტანგ დარჩინიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვახტანგ დარჩინიანი
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 7 იანვარი, 1976(1976-01-07) (48 წლის)
დაბ. ადგილი ვანაძორი
სიმაღლე 166
წონა 51[1]
საიტი vicdarchinyan.com
ქვეყანა სომხეთი და ავსტრალია
ჯილდოები მედალი „სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის“ 1-ლი ხარისხი და მოსე ხორენაცის მედალი

ვახტანგ ვიკ დარჩინიანი (სომხ. Վախթանգ Դարչինյան; დ. 7 იანვარი, 1976) — სომეხი პროფესიონალი მოკრივე. მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი ორ წონით კატეგორიაში.

დარჩინიანი დაიბადა 1976 წლის 7 იანვარს სომხეთში, ვანაძორში. მისი მამა, რუბენ დარჩინიანი, სომხეთის ოლიმპიური ჭიდაობის მწვრთნელი იყო. რუბენის სახელი ზოგჯერ ჩანს ვიკის კრივის ხელთათმანებზე. ვიკუს ჰყავს და, სახელად ლიანა.[2]

დარჩინიანს 5 წლის ასაკში სურდა მოკრივე გამხდარიყო და პროფესიონალებში მსოფლიო ჩემპიონობაზე ოცნებობდა. მამამისმა უთხრა, რომ არ არსებობდა პროფესიონალური კრივი სომხეთში (ან საბჭოთა ქვეყნებში; ეს შეიცვალა, როდესაც კავშირი დაიშალა 1991 წელს) და ამის ნაცვლად სურდა, რომ ვიკს გაჰყოლოდა მისი კვალდაკვალ და ჭიდაობა დაეწყო. ვიკი ბავშვობაშიც ჭიდაობდა, მაგრამ ყოველთვის ამბობდა, რომ ოდესმე მსოფლიო ჩემპიონი გახდებოდა. მან საბოლოოდ მიატოვა ჭიდაობა თავისი ოცნების განსახორციელებლად, რომ გამხდარიყო კრივში მსოფლიო ჩემპიონი.[3]

დარჩინიანმა და მისმა მეუღლემ ოლგამ, ინგლისურის მასწავლებელმა, 2001 წელს სიდნეის, ავსტრალიის ოპერის თეატრთან გაიცნეს ერთმანეთი. ერთი წლის შემდეგ ისინი დაქორწინდნენ. 2007 წელს წყვილს შეეძინა ვაჟი, სახელად რუბენ II.[4]

კარიერა სამოყვარულო დონეზე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკმა კრივი 8 წლის ასაკში დაიწყო ვანაძორის თემში, სადაც კრივი დიდი პოპულარობით სარგებლობდა. მას გამოცდილი მწვრთნელი, ვაზგენ ბადალიანი ავარჯიშებდა.[5] დარჩინიანის შედეგი სამოყვარულო კარიერაში იყო 158 მოგება და 18 მარცხი. 105 მოგება მოიპოვა ნოკაუტით.[6] ვიკი გამოდიოდა მრავალ სხვადასხვა ქვეყანაში და სომხეთის სახელით მონაწილეობა მიიღო 2000 წლის ოლიმპიურ თამაშებში სიდნეიში, ავსტრალიაში. 50 კგ წონით კატეგორიაში მოახერხა მესამე ეტაპზე გასვლა, სადაც დამარცხდა ყაზახეთის წარმომადგენელი ბულატ ჯუმადილოვი. ოლიმპიადაზე მონაწილეობის შემდეგ საცხოვრებლად გადავიდა ავსტრალიაში და იმავე წელს გახდა ავსტრალიის მოქალაქე.[7] დარჩინიანი პროფესიონალი მოკრივე გახდა 24 წლის ასაკში, 2000 წლის 3 ნოემბერს.

დარჩინიანმა მოიგო ბრინჯაოს მედალი 1998 წელს მინსკში გამართულ კრივის მოყვარულთა ევროპის ჩემპიონატზე..[8] ამავე წელს დარჩინიანმა მოიგო ბრინჯაოს მედალი კრივის მსოფლიო თასზე.[9]

შედეგები ოლიმპიურ თამაშებზე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველ რაუნდში გამარჯვების შემდეგ მეორე შეხვედრაში, ანგარიშით 20:11 დაამარცხა ილფატ რიაზაპოვი. მესამე შეხვედრაში დამარცხდა ყაზახ ბულატ ჯუმადილოვთნ, ანგარიშით 8:15.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Olympedia — 2006.
  2. Hooper, James (13 February 2010). „Darchinyan keen to take on UFC“. The Daily Telegraph. ციტირების თარიღი: 18 November 2011.
  3. „HyeFighters' Fathers Interview“. HyeFighters. 8 December 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 აგვისტო 2014. ციტირების თარიღი: 28 December 2011.
  4. Nalbandyan, Gohar; Babayan, Hasmik (2 September 2011). „I enjoy spending my vacation with my family in Armenia“. PanARMENIAN.Net. ციტირების თარიღი: 18 November 2011.
  5. Biography. VicDarchinyan.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 თებერვალი 2018. ციტირების თარიღი: 30 ოქტომბერი 2021.
  6. Vic Darchinyan's Showtime biography Showtime URL accessed 1 August 2006
  7. Warren, Adrian (4 September 2011). "Vic Darchinyan Wins in Armenia"[მკვდარი ბმული]. The Daily Telegraph. News Limited. Retrieved 1 September 2017.
  8. 32.European Championships – Minsk, Belarus – May 17–24 1998. amateur-boxing.strefa.pl. ციტირების თარიღი: 26 February 2013
  9. 8.World Cup – Beijing, China – June 1998. amateur-boxing.strefa.pl. ციტირების თარიღი: 26 February 2013