შინაარსზე გადასვლა

ვახტანგ აბაშიძე (ჟურნალისტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვახტანგ აბაშიძე (დ. 14 აპრილი, 1960, თბილისი) — ქართველი ჟურნალისტი, თანამდებობის პირი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი (1983). 1983-1991 წლებში სხვადასხვა დროს მუშაობდა გაზეთ „ზარია ვოსტოკას“, გაზეთ „მოლოდიოჟ გრუზიის“ და გაზეთ „7 დღის“ რედაქციაში. 1992-1995 წლებში იყო საინფორმაციო სააგენტო საქინფორმის დირექტორი, 1995-2000 წლებში — საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსი, 2000-2004 წლებში — საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე.

2005-2014 წლებში აბაშიძე მოღვაწეობდა კერძო სექტორში (შპს „ოპტიმა მენეჯმენტის“ დირექტორი, სს „გაერთიანებული ტელეკომის“ კონსულტანტი, სს „სილქნეტის“ სატენდერო კომისიის თავმჯდომარე). 2014-2017 წლებში კვლავ იყო კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, 2017 წლიდან — წევრი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]