ვაღარშაკ არუთინიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვაღარშაკ არუთინიანი
ვაღარშაკ არუთინიანი
სომხეთის თავდაცვის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
11 ივნისი, 1999 – 20 მაისი, 2000
პრეზიდენტი  რობერტ ქოჩარიანი
წინამორბედივაზგენ სარქისიანი
მემკვიდრესერჟ სარქისიანი

სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1991 – 1992
პრეზიდენტილევონ ტერ-პეტროსიანი

დაბადებული28 აპრილი, 1956
ახალქალაქი, საქართველოს სსრ, საბჭოთა კავშირი

ვაღარშაკ არუთინიანი (სომხ. Վաղարշակ Հարությունյան დ. 28 აპრილი, 1956) — სომხეთის თავდაცვის მინისტრი 1999 წლის 11 ივნისიდან 2000 წლის 20 მაისამდე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვაღარშაკ არუთინიანი დაიბადა 1956 წლის 28 აპრილს, ახალქალაქში, საქართველოს სსრ. 1978 წელს, მან დაამთავრა კასპიის უმაღლესი სასწავლებელი. 1978–1989 წლებში, იგი იბრძოდა ავღანეთის ომში. 1991–1992 წლებში, ყარაბაღის ომის პერიოდში, არუთინიანი სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო. 1992 წელს, იგი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის შეიარაღებული ძალების უმაღლესი სარდლობის შტაბის უფროსის მოადგილე გახდა. 1994 წელს, არუთინიანი არჩეულ იქნა სომხეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლად დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში. 1999 წელს, ვაზგენ სარქისიანის არჩევნების შედეგად პრემიერ-მინისტრად გამოცხადების შემდეგ, იგი დაბრუნდა სომხეთში და გახდა სომხეთის თავდაცვის მინისტრი[1]. ეს თანამდებობა მან 2000 წლის 20 მაისს დატოვა.

2002 წლის 23 ივლისს, არუთინიანი შეუერთდა ოპოზიციურ პარტიას - „რესპუბლიკა“-ს, ვაზგენ სარქისიანის ძმის, არამ სარქისიანის ლიდერობით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „President Prime Minister Introduce New Ministers“.