ვარსიმაანის ნამოსახლარი და სამაროვანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვარსიმაანის ნამოსახლარი და სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვარსიმაანის სამხრეთით, ვარსიმაანის ქედებზე. თარიღდება ძველი წელთაღრიცხვით V-IX საუკუნეებით. 1972, 1981, 1983-1984 წლებში გათხარა ჟინვალის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნამოსახლარზე გამოვლინდა ქვის საძირკველზე ალიზით ამოყვანილი კედლების ფრაგმენტები და თიხის ჭურჭლის ნატეხები. ნამოსახლარის სამხრეთ-აღმოსავლეთით, 10 მეტრზე გაითხარა სამაროვანი. გამოვლინდა 179 სამარხი. თიხნარ და ქვაღორღიან ნიადაგში 0.2-1.5 მეტრ სიღრმეზე გაჭრილი სამარხები ძირითადად მიწაყრილიანია. 12 სამარხი ქვაყრილიანია და სოციალურად დაწინაურებულ პირებს ეკუთვნოდა. მიცვალებულები სამარხებში დაკრძაალული იყვნენ ხელფეხმოხრილი, გვერდზე, ქალები მარცხნივ, მამაკაცები მარჯვნივ. ზოგს თავი ქვის ბალიშზე ედო. ოთხ სამარხში მხედართან ერთად ცხენიც იყო დამარხული. სამარხები ძირითადად ინდივიდუალურია, გვხვდება წყვილადაც. აღმოჩენილი თიხის ჭურჭლის დიდი ნაწილი გამომწვარია შავლეგად, ნაწილი მოწითალო-მოჩალისფროა. გვხვდება შეღებილიც. ჭარბობს ბრინჯაოს ნივთები. აღმოჩენილია რკინის სამკაული, ძვირფასი ლითონის ნივთები. გვხვდება ქვის, მინისა და ძვლის ნაწარმიც.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]