ვარლამ ხუროძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ვარლამ ხუროძე
დაბადების თარიღი 1 (13) ოქტომბერი 1883
დაბადების ადგილი მათხოჯი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 10 ივნისი 1939(1939-06-10) (55 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
ფსევდონიმი მალაქიაშვილი
საქმიანობა მწერალი, პუბლიცისტი და პედაგოგი
ენა ქართული ენა
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
Flag of Georgia (1918–1921).svg საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
Flag of the Soviet Union (1924–1955).svg სსრკ
ალმა-მატერი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვარლამ ადამის ძე ხუროძე, (ფსევდონიმი მალაქიაშვილი) (დ. 13 ოქტომბერი [ ძვ. სტ. 1 ოქტომბერი], 1883, მათხოჯი, ხონის რაიონი ― გ. 10 ივნისი, 1939, თბილისი) — ქართველი მწერალი, პუბლიცისტი, პედაგოგი. სკკპ წევრი 1905-იდან.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1913 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი. პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1903, პირველი მოთხრობა "დედის მსხვერპლი" - 1904. ხუროძის მოთხრობები, პიესები, რომანები, ლექსები, პედაგოგიური და კრიტიკული-პუბლიცისტური წერილები 10-იანი წლებიდან სისტემატურად იბეჭდებოდა ქართულ პრესაში. იყო ე. წ. დემოკრატიული მწერლობის მიმდევარი. მისს რომანებში "შოთა ბროლიძე" (1911), "სამნი" (1926), "დათოვლილი გვიტგვინი", მოთხრობებში "ორი საფლავი" (1905), "კეკელოს თავგადასავალი", "ობლები" (ორივე 1912) და სხვ.

წარმოსახულია რევოლუციამდელი გლეხობის გაჭირვებული ცხოვრება, რევოლუციური-განმათავისუფლებელი ბრძოლა, დახატულია თავდადებულ რევოლუციონერთა სახეები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]