შინაარსზე გადასვლა

ვარვაცის სახლები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვარვაცის სახლები — სახლების მთელი რიგი ტაგანროგში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია, რომელიც თავის დროზე ეკუთვნოდა ბერძნული წარმოშობის თავადს ივანე ვარვაცის და მის ოჯახს.

კომნინო-ვარვაცის ოჯახი სხვადასხვა დროს ქალაქში ფლობდნენ სხვადასხვა სახლებს, რომლებიც განთავსებული იყო შემდეგ მისამართებზე: პეტროვის ქ. 46; ბერძნების ქ. 62; ბერძნების ქ. 59; იტალიური შესახვევი 58; ნიკოლაევსკის ქ. 53 და სხვ. რამდენიმე სახლი ოჯახის წევრებმა იყიდეს და გადააკეთეს, რამდენიმე მათგანი კი ააშენეს თავიანთი სახსრებით. ივან ვარვაცი (ნამდვილი გვარი - ლეონტიდისი) ტაგანროგში ცხოვრობდა 1814 წლიდან.

ვარვაცის ოჯახი აქტიურად იყო ჩართული საქველმოქმედო საქმიანობაში, მათი სახსრებით აშენდა ტაგანროგის ალექსანდრე ნეველის იერუსალიმის ბერძნული მონასტერი, რომლის მშენებლობისათვის ვარვაცებმა გაიღეს 600 ათასი რუბლი.

დროტა განმავლობაში იცვლებოდა იმ ქუჩების სახელები და რიგითი ნომრები, სადაც მდებარეობდა ვარვაცების კუთვნილი სახლები.

„სახლი ტყვიებით“

შენობას, რომელიც მდებარეობდა მცირე-ბერძნების ქუჩა ნომერ 7-ში (ამჟამად შმიდტის 19) უწოდებენ „სახლს ყუმბარებით და ტყვიებით“, რადგან ყირიმის ომის დროს ალყის პერიოდში მის კედლებს უამრავი ტყვია და ყუმბარა მოხვდა. 1855 წელს ინგლის-ფრანგული ესკადრების მიერ დაცხრილვის დროს შენობის კედლებს 32 ყუმბარა, უამრავი ტყვია და რამდენიმე ნამსხვრევი მოხვდა, რომელთა დიდი ნაწილი აღდგენის შემდეგაც კედლებში დატოვეს ტაგანროგის გმირული დაცვის სამახსოვროდ. სახლის მახლობლად მდებარეობდა ბაღი, რომელიც გადიოდა ბერძნების ქუჩაზე[1]. 1903-1910 წლებში სახლში განთავსებული იყო კომერციული სასწავლებელი. შენობა არ შემონახულა.

1812 წელს მიწასთან ერთად ი. ვარვაციმ ტაგანროგის გარეუბანში შეიძინა სახლი. 1820 წელს საბერძნეთში წასვლის წინ იგი გადასცა ქალაქს, რათა იქ განეთავსებინათ საავადმყოფო. ამ პატარა ხის სახლს ეკუთვნოდა 50 დესეტინა მიწა, ასევე ხილის ბაღი, წისქვილი და ჭა. ამ სახლში 1837 წელს გაიხსნა საავადმყოფო[2]. საავადმყოფო განთავსებული იყო პეტროვის ქუჩის 113-ში, მაგრამ შემდეგ ნუმერაციის შეცვლის გამო მიენიჭა 153 ნომერი. XX საუკუნის დასაწყისში საავადმყოფოში იყო 100 საწოლი. 1920 წელს საბჭოთა ხელისფლების დამყარების შემდეგ საავადმყოფს ეწოდა „მეორე საბჭოთა საავადმყოფო“.

ქალაქის საკრებულოს შენობა

კომნინო-ვარვაცის სახლი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XIX საუკუნის შუა წლებში ბერძენი ვაჭრის დიმიტრი პეტროკოკინოს სახსრებით ააგეს ერთსართულიანი სახლი ნახევრად მიწისზედა სარდაფით. მეორე გილდიის ვაჭარი დიმიტრი პეტროკოკინო 1865 წელს აირჩიეს მოსამართლედ. 1880-იან წლებში მთელი მისი ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ოდესაში, ხოლო მათი სახლი იყიდა ვაჭარმა კოზმა კომნინო-ვარვაციმ. კოზმა კომნინო-ვარვაცი ტაგანროგში ჩამოვიდა 1814-1815 წლების მიჯნაზე.

1908 წლის 6 დეკემბერს სახლი გადაეცა ქალაქს. შენობაში განათავსეს ქალაქის მთავრობა და ქალაქის მუზეუმი.

მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელების ოკუპაციის პერიოდში შენობაში განთავსებული იყო პოლიცია, რომელსაც ხელმძღვანელობდა ტაგანროგელი ბორის სტოიანოვი. მოგვიანებით, სსრკ-ის სამხედრო ტრიბუნალის გადაწყვეტილებით სტოიანოვი დახვრიტეს.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სახლს დააშენეს მესამე სართული. ამჟამად ეს არის საცხოვრებელი სახლი, რომლის პირველ სართულზე განთავსებულია სხვადასხვა სახის მაღაზიები.

ვარვაცის სახლი, რომელიც მდებარეობდა ანტონ გლუშკოს ქუჩა ნომერ 8-ში, ააგო ივანე ვარვაციმ 1840 წელს. ეს იყო ერთადერთი დასახლებული სახლი ცარიელ შესახვევში. სახლი იყო სართულნახევრიანი ხუთი ფანჯრით ფასადზე. მაღალი ფუნდამენტით და ნახევრადკოლონებიანი კარით[3]. ცნობილი იყო როგორც ვაჭარ ანა დიკიკაკის სახლი, რომელმაც იგი შეიძინა 1860 წლის ბოლოს. თავის დროზე სახლში ცხოვრობდა ანტონ ჩეხოვის მუზეუმის დამაარსებელი მიხეილ ანდრეევ-ტურკინი.

ვარვაცების სხვა სახლებიდან აღსანიშნავია:

  • ბერძნების ქუჩა 76-ში მდებარე ერთსართულიანი სახლი ვენეციური ფანჯრებით. სახლი წარმოადგენს ისტორიისა და კულტურის ძეგლს. იგი აშენებულია 1840-იან წლებში ეკლექტიკის არქიტექტურულ სტილში.
  • ბერძნების ქუჩა 85-ში მდებარე სახლი, აგებულია დაახლოებით 1860 წელს. წარმოადგენს ქალაქის საცხოვრებელი არქიტექტურის ტიპურ ნიმუშს. ეს ორსართულიანი სახლი აგებულია პროვინციული კლასიციზმის არქიტექტურულ სტილში.
  • პეტრეს ქუჩა 70-ში მდებარე სახლი, რომელიც აშენებულია 1840 წელს ახალი-რუსული კლასიკის არქიტექტურულ სტილში. აღნიშნული სახლის ჭერს ამშვენებს იტალიელი მხატვრების ნახატები.
  • Вся Область Войска Донского на 1900 г. Ростов-на Дону, 1900 г., стб. 270
  • Вся Донская область и Северный Кавказ на 1904 г. Ростов-на-Дону, 1904 г., стб.235
  • Вся Донская область и Северный Кавказ на 1905 г. Ростов-на-Дону, 1905 г., стб. 202
  • Вся Область Войска Донского на 1907 г. Ростов-на-Дону, 1907 г., стб. 218
  • Вся Донская область и Северный Кавказ на 1909 г. Ростов-на-Дону, 1909. г.. стб 244
  • Энциклопедия Таганрога. Таганрог: Антон, 1998. 624 с. ISBN 5-88040-017-4.
  • Гаврюшкин О.В. Вдоль по Питерской (хроника обывательской жизни). Таганрог, 2000 г., сс. 259-262.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Дом 19 - Исторический Таганрог. sites.google.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-05. ციტირების თარიღი: 2017-02-05.
  2. Дом 87 - Исторический Таганрог. sites.google.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-05. ციტირების თარიღი: 2017-02-05.
  3. История Таганрога: Дом купчихи Анны Дикикаки | Актуальные новости Ростовской области. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-01-18. ციტირების თარიღი: 2017-02-05.