ვალერიან ქანთარია
| ვალერიან ქანთარია | |
|---|---|
| დაბ. თარიღი | 23 ივნისი, 1900[1] |
| დაბ. ადგილი | აკეთი, რუსეთის იმპერია |
| გარდ. თარიღი | 16 ივნისი, 1973[1] (72 წლის) |
| გარდ. ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
| მოქალაქეობა |
|
| საქმიანობა | აგრონომი და მეცნიერი[1] |
| მუშაობის ადგილი | საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი |
| ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
| სამეცნიერო ხარისხი | სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი |
| ჯილდოები | შრომის წითელი დროშის ორდენი და საქართველოს სსრ-ის მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე |
ვალერიან ირაკლის ძე ქანთარია (დ. 23 ივნისი, 1900, სოფ. აკეთი, ახლანდ. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი — გ. 16 ივნისი, 1973, თბილისი) — ქართველი საბჭოთა მეცნიერი, აგრონომი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1947), პროფესორი (1947), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1957), საქართველოს სსრ მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1961).
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა სკოლაში პედაგოგად, თელავის მევენახეობისა და მეღვინეობის კავაშირო ინსტიტუტის უფროს მეცნიერ-თანამშრომლად (1931–1937), საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მევენახეობის კათედრის გამგედ (1937–1973). იკვლევდა ვაზის ქირურგიის თეორიასა და პრაქტიკას, ვაზის აგროტექნიკასა და სელექციას. გამოიყვანა სუფრის ყურძნის ახალი ჯიში — „თბილისური“. არის 170 სამეცნიერო შრომის ავტორი, დაჯილდოებულია 2 შრომის წითელი დროშის ორდენითა და მედლებით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გეგეშიძე ქ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 454.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — 2001.