ვალერიან კედია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ვალერიან ალექსანდრეს ძე კედია (დ. 1 აგვისტო [ძვ. წ. 14 აგვისტო], 1911, ზუგდიდი, — გ. 5 მაისი, 1968, თბილისი) — ქართველი არქიტექტორი, საქართველოს დამსახურებელი ინჟინერი (1961).

დაამთავრა სა­ქართველოს საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტი (ახლანდ. სტუ; 1932). შემდეგ მუ­შა­ობ­და არქიტექტორად ტრესტ „საქკომუნპროექტში“. მონაწილეობდა II მსოფლიო ომში (1939–1945). დემობილიზაციის შემდეგ მუ­შა­ობ­და „საქსახპროექტში“ უფროს არქიტექტორად, ხოლო 1948–1968 წლებში ­— „საქქალაქმშენსახპროექტის“ არქიტექტურული სახელოს­ნოს ხელმძღვანელად. ძირითადი ნამუშევრებია: ქალაქ ფოთის გენერალური გეგმა (1934–1935, ა. ნიკოლაიშვილთან ერთად; ამავე ავტორების მიერ გადამუშავებულია 1938); სოფსაბჭოს ტიპური შენობა ხევსურეთისათვის (1938, სოფ. ბარისახო); ქალაქ წყალტუბოს განვითარების და განაშენიანების გენერალური გეგმა (1951, არქიტ. ი. ზაალიშვილთან ერთად); ფოთის დაგეგმარების ახალი პროექტი (1956, არქიტ. ა. ნიკოლაიშვილთან და გ. თოთიბაძესთან ერთად); დაბა ბაკურიანის დაგეგმარება (1960, არქიტ. გ. ბაქრაძესთან, რ. ხატიაშვილთან, ფ. ყუფარა­შვილთან, გ. ჯაფარიძესთან ერთად); სანატორიუმი „მეტალურგი“ (1957, თანაავტ. არქიტ. ნ. სოლოვიოვა); გაერთიანე­ბული სააბაზანო შენობის კომპლექსი 200 ნომერზე (1963, არქიტ. ი. ზაალიშვილთან ერთად); სანატორიუმი „გეოლოგი“ (არ­ქიტ. გ. ავსაჯანიშვილთან ერთად); პანსიონატი უსინათლოთათვის (1968) — ყველა ქ. წყალტუბოში. ამავდროულად კედია პედაგოგიურ ­საქმიანობას ეწეოდა სა­ქართველოს საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტსა (1932–1940) და თბილისის სა­ხელმწიფო სამხატვრო აკადემიაში (1947–1968). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]