ვალერიან ბახტაძე
იერსახე
| ვალერიან ბახტაძე | |
|---|---|
| დაბ. თარიღი | 4 აგვისტო, 1905 |
| დაბ. ადგილი | ქუთაისი |
| გარდ. თარიღი | 21 ივლისი, 1974 |
| გარდ. ადგილი | თბილისი |
| მოქალაქეობა | რუსეთის იმპერია, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა და სსრკ |
| საქმიანობა | ეკონომისტი[1] |
| მოღვაწეობის სფერო | ეკონომიკა |
| ჯილდოები | საქართველოს სსრ-ის მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე |
| ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ვალერიან საბას ძე ბახტაძე (დ. 4 აგვისტო, 1905, ქუთაისი ― გ. 21 ივლისი, 1974, თბილისი) — ქართველი ეკონომისტი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1963), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1967). 1928 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-ეკონომიკური ფაკულტეტი. 1928 წლიდან ეწეოდა მეცნიერულ და პედაგოგიურ მოღვაწეობას. ბახტაძის მეცნიერული მოღვაწეობის ძირითადი სფეროა მსოფლიოს ქვეყნების ეკონომიკის ისტორია, საქართველოს სახალხო მეურნეობის და ქართული საზოგადო-ეკონომიკური აზრის ისტორია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 255.
- ↑ საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — 2001.