შინაარსზე გადასვლა

ვალდემარას რუპშისი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვალდემარას რუპშისი
ეროვნება ლიეტუვის დროშა ლიეტუვა
დაბადების თარიღი 2 მაისი, 1967 (1967-05-02) (57 წლის)
დაბადების ადგილი შიაულიაი, ლიეტუვა
ჯარის სახეობა ლიეტუვის შეიარაღებული ძალები
სამხედრო სამსახურის წლები 1990-დღემდე
წოდება გენერალ-ლეიტენანტი
ჯილდოები January 13th commemorative medal, Commander of the Order of Orange-Nassau[1] , დიდი ოფიცრის ჯვარი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისთვის[2] და საპატიო ლეგიონის ორდენის ოფიცერი[3]

ვალდემარას რუპშისი (დ. 2 მაისი, 1967, შიაულიაი, ლიეტუვა) — ლიეტუველი სამხედრო ოფიცერი, გენერალ-ლეიტენანტი, რომელიც მსახურობს ლიტვის ამჟამინდელი თავდაცვის მეთაურად.

ვალდემარას რუპშისის სამხედრო კარიერა ლიეტუვის შეიარაღებულ ძალებში დაიწყო 1990 წლის 1 ნოემბერს [4]. 2005 წელს დაიწყო მსახური ლიეტუვის გენერალ იონას ჟემაიტის სამხედრო აკადემიაში. 2011 წელს დაინიშნა „რკინის მგლის“ მექანიზებული ქვეითი ბრიგადის მეთაურად. 2016 წელს დაინიშნა სახმელეთო ჯარების მეთაურის თანამდებობაზე, ბრიგადის გენერლის წოდებით, რომელიც მას პრეზიდენტის დალია გრიბაუსკაიტეს ბრძანებულებით მიენიჭა. 2018 წლის ნოემბერში, ლიეტუვის შეიარაღებული ძალების აღდგენის 100 წლისთავის აღსანიშნავად, მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება. 2019 წლის 25 ივლისს გახდა თავდაცვის მეთაური პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას დროს. [5]