ვაზისუბნის წმინდა ცხრა ყრმა კოლაელთა ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვაზისუბნის წმინდა ცხრა ყრმა კოლაელთა ეკლესია — ქართული მართლმადიდებლური ეკლესია თბილისში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1994 წელს ვაზისუბნის მოსახლეობამ, საქართველოს საპატრიარქოს მიმართა თხოვნით აშენებულიყო ეკლესია მათ რაიონში. აღნიშნული დაკმაყოფილდა და იმავე წლის 3 აგვისტოს საპატრიარქომ მიმართა სამგორის რაიონის გამგეობას: „გთხოვთ, დაეხმაროთ ეკლესიის მშენებლობისათვის ტერიტორიის გამოყოფაში“.

1995 წლის 26 ივნისს მოხდა ადგილის კურთხევა კათოლიკოს-პატრიარქის მიერ და საფუძველი ჩაეყარა მშენებლობას. ყოველ ოთხშაბათს დაწესდა პარაკლისების გადახდა, რომელსაც ატარებდა მამა მიქაელ შაიშმელაშვილი, დაიწერა პირველი ხატი მამა ალექსანდრე ჩახვაშვილის მიერ, დაიდგა ჯვარი და სასანთლე.

ტაძრის მშენებლობა 4 წლის შემდეგ, 1999 წლიდან განახლდა. მშენებლობაში დიდი ღვაწლი დადეს თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგებელმა თეიმურაზ ქურხულმა, ამავე რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ყარყარაშვილმა, ხუროთმოძღვარმა რევაზ ჯანაშიამ, რაიონის წარმოება-დაწესებულებათა ხელმძღვანელობამ; მე-40, 163-ე, 92-ე, 172-ე სკოლის მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა და ვაზისუბანის მოსახლეობამ.

2001 წლის 25 ოქტომბერს ტაძარი მოინახულა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ, მოიწონდა და დალოცა. 28 ოქტომბერს ტაძარი აკურთხა სამთავისისა და გორის ეპისკოპოსმა მეუფე ანდრია გვაზავამ, მანვე აღავლინა საზეიმო წირვა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]