ვადიმ მელერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ვადიმ მელერი
დაიბადა 26 აპრილი, 1884
დაბადების ადგილი სანკტ-პეტერბურგი, რუსეთის იმპერია
გარდაიცვალა 4 მაისი, 1962
გარდაცვალების ადგილი კიევი, სსსრ
სფერო მხატვარი, სცენოგრაფი, არქიტექტორი, ილუსტრატორი
მიმდინარეობა კუბიზმი, კონსტრუქტივიზმი, ექსპრესიონიზმი
ჯილდოები თანამედროვე დეკორატიული და ინდუსტრიული ხელოვნების საერთაშორისო გამოფენის უმაღლესი ჯილდო (1925)

ვადიმ მელერი (რუს. Вадим Георгиевич Меллер; უკრ: Вади́м Георгі́йович Ме́ллер; დ. 26 აპრილი, 1884 — გ. 4 მაისი, 1962) — უკრაინელი, საბჭოთა მხატვარი-ავანგარდისტი (კუბისტი, ფუტურისტი, კონსტრუქტივისტი და ექსპრესიონისტი), თეატრის მხატვარი, ილუსტრატორი და არქიტექტორი. 1925 წელს პარიზში გამართულ თანამედროვე დეკორატიული და ინდუსტრიული ხელოვნების საერთაშორისო გამოფენაზე ბერეზილის თეატრის სასცენო გაფორმებისთვის მელერმა ოქროს მედალი მიიღო.[1][2]

ადრეული წლები და განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვადიმ მელერი სანკტ-პეტერბურგში 1884 წელს დაიბადა. მამამისი, ჯორჯ მელერი წარმოშობით შვედი, ხოლო დედა, ელენა კარუზო ნახევრად იტალიელი და ნახევრად ბერძენი იყო.[3]

1903-1908 წლებში მელერი კიევის უნივერსიტეტში სწავლობდა. 1905 წელს მელერი ჟენევას ეწვია და ფრანც რუბოს კერძო სკოლაში ხელოვნების გაკვეთილებს ესწრებოდა. 1908 წელს, რუბოს რეკომენდაციით, სწავლა განაგრძო ჰაინრიხ კნირის კერძო სამხატვრო სკოლაში, მიუნხენში, გერმანიაში.[4] აქ ყოფნისას მელერი პაულ კლეეს შეხვდა, რომელმაც მას ლურჯი მხედრის ჯგუფი წარუდგინა.[5] 1908-1912 წლებში მელერი მიუნხენის სახვითი ხელოვნების აკადემიაში სწავლობდა.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1912-1914 წლებში მელერი საფრანგეთში ცხოვრობდა, სადაც ემილ ანტუან ბურდელის სტუდიაში სწავლობდა[6] და დამოუკიდებელთა სალონს დაუახლოვდა.[7] ამ პერიოდში მელერი კაზიმირ მალევიჩთან, ალექსანდრა ექსტერთან და სხვებთან ერთად პარიზულ სალონებში იღებდა მონაწილეობას.[8][9]

1915 წელს კიევში დაბრუნების შემდეგ მელერი გრაფიკულ და კოსტიუმების დიზაინერად და ძეგლების მხატვრად მუშაობდა. რევოლუციის შემდეგ პერიოდში მელერმა სცენოგრაფიაში გადაინაცვლა. 1918-1921 წლებში მელერი ბრონისლავა ნიჟინსკაიას (ვაცლავ ნიჟინსკის და) საბალეტო სტუდიაში სცენოგრაფად მუშაობდა.[10] ამ პერიოდში იგი არქიტექტურისა და ვიზუალური ხელოვნების ეროვნული აკადემიის პროფესორი გახდა.[11][12]

1922 წელს ლეს კურბასმა მელერი ახლად დაარსებულ ბერეზილის თეატრში მიიწვია. [13] 1925 წელს ვადიმ მელერმა ალექსანდრა ექსტერთან, სონია ტერკთან და ანათან ალტმანთან ერთად პარიზში გამართულ თანამედროვე დეკორატიული და ინდუსტრიული ხელოვნების საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა, სადაც მელერმა ბერეზილის თეატრის სასცენო დიზაინისთვის ოქროს მედალი დაიმსახურა.[14][15] იმავე წელს მელერმა ნიუ-იორკში გამართულ თეატრის საერთაშორისო ექსპოზიციაში“ მიიღო მონაწილეობა.[16]

ვადიმ მელერი უკრაინული საასცენო დიზაინის კონსტრუქტივიზმის მიმართულების ლიდერი გახდა.[17] 1945 წლამდე იგი ეროვნულ თეატრში მთავარ მხატვრად მუშაობდა. 1925 წლიდან ვლადიმირ ტატლინთან და ალექსანდრე ბოგომაზოვთან ერთად კიევის ხელოვნების ინსტიტუტში ასწავლიდა. 1925 წელს მელერი უკრაინის რევოლუციონერი ოსტატების ასოციაციას შეუერთდა დავიდ ბურლიუკთან, ალექსანდრე ბოგომაზოვთან, ვასილ ერმილოვთან, ვიქტორ პალმოვთან და ალექსანდრე ხვოსტენკო-ხვოსტოვთან ერთად. 1928 წელს ვადიმ მელერმა ელ ლისიცკისთან, ალექსანდრე ტიშლერთან და ვასილ ერმილოვთან ერთად კელნიში გამართულ საერთაშორისო პრესგამოფენაზე მიიღო მონაწილეობა.[18] 1935 წელს ვ. დ. ერმილოვთან ერთად მონაწილეობა მიიღო ხარკოვის პიონერთა სასახლის გაფორმებაში.

ვადიმ მელერი 1962 წლის 4 მაისს, კიევში გარდაივალა. დაკრძალულია ბაიკოვეს სასაფლაოზე.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Vadym Meller's Expressive Constructivism, Olga Petrova, pp. 5–32, Catalog, an Exhibition Avant-Garde Adventures, National Art Museum of Ukraine (NAMU), Kiev, Ukraine,2004.
  • Vadym Meller:Missionary of Avant-Garde Scenic Design, Tetiana Rudenko, pp 46–68, book "Staging the Ukrainian Avant-Garde of the 1910s and 1920s", Ukrainian Museum, New York, US, 2015.
  • Vadim Meller, Zoya Kucherenko, Mistetstvo, Kiev, 1975.
  • Kyiv to Paris: Ukrainian Art in the European Avant-Garde, 1905-1930, publication By Prof. Myroslav Shkandrij, Department of German and Slavic Studies University of Manitoba, Winnipeg, Canada, Zorya Fine Art, 2003.
  • Modernism in Kyiv: Jubilant Experimentation, pp 3,5,11,219,229,257,264,299,415,426,430,492,497,501, etc. edited by Irena R. Makaryk., Virlana Tkacz., University of Toronto Press, 2010 ISBN 978-1-4426-4098-6.
  • The World Encyclopedia of Contemporary Theatre. Europe, pp. 872–4,883,885, volume 1, Editor Don Rubin, Routledge, Inc., New York, US, 1994.
  • Avant-Garde Art in Ukraine, 1910-1930 , contested memory, Vadym Meller and Sources of Inspiration in Theater, Myroslav Shkandrij, Boston, Academic Studies Press, 2019 ISBN 978-1-61811-975-9.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Vadym Meller,Theatrical and Decorative Art, Painting, Graphics. Exhibition Catalogue, p.53 ed. Z. V.Kucherenko, publisher Union of Artists of Ukraine, Kyiv, Ukraine, 1984
  2. April in Paris: Theatricality, Modernism and Politics at the 1925 at the Art Deco Expo, by Irena R. Makaryk p.57, University of Toronto Press, 2018, ISBN 978-1-4875-0372-7
  3. Avant-garde Adventures. Vadym Meller.Nina Genke-Meller.Nina Vetrova-Robinson.Vadym Meller's Expressive Constructivism. Olha Petrova.p.6.Exhibition Catalogue. National Art Museum of Ukraine (NAMU).22 October-28 November 2004. Kyiv.Ukraine.
  4. Avant-garde Adventures. Vadym Meller.Nina Genke-Meller.Nina Vetrova-Robinson.Vadym Meller's Expressive Constructivism. Olha Petrova.p.6.Exhibition Catalogue. National Art Museum of Ukraine (NAMU).22 October-28 November 2004. Kyiv.Ukraine.
  5. Avant-Garde Art in Ukraine 1910-1930 Contested Memory,Vadym Meller and Sources of Inspiration in Theater Artp.117, Myroslav Shkandrij, Boston, 2019.
  6. The World Encyclopedia of Contemporary Theater , volume 1, Europe, p.872, editor Don Rubin ,Routledge London and New York, 1994
  7. Vadym Meller:Missionary of Avant-Garde Scenic Design, Tetiana Rudenko, p 50, "Staging the Ukrainian Avant-Garde of the 1910s and 1920s", Ukrainian Museum, New York, US, 2015
  8. Staging the Ukrainian Avant-Garde of the 1910s and 1920s.Vadym Meller: Missionary of Avant-Garde Scenic Design, p.50 Tetiana Rudenko, Project Curators: Myroslava M.Mudrak and Tetiana Rudenko, Exhibition Production: Maria Shust,The Ukrainian Museum of New York in cooperation with the Museum of Theater, Music and Cinema Arts of Ukraine in Kyiv, Published by Ukrainian Museum, New York, NY 10003, 2015.Library of Congress Control Number 2014433050
  9. Vadym Meller.Theatrical and Decorative Art, Painting, Graphics. Exhibition Catalogue, p.53 ed. Z. V.Kucherenko, publisher Union of Artists of Ukraine, Kyiv, Ukraine, 1984
  10. Staging the Ukrainian Avant-Garde of the 1910s and 1920s. Vadym Meller: Missionary of Avant-Garde Scenic Design, p.52, Tetiana Rudenko, Project Curators: Myroslava M. Mudrak and Tetiana Rudenko, Exhibition Production :Maria Shust ,The Ukrainian Museum of New York in cooperation with the Museum of Theater, Music and Cinema Arts of Ukraine in Kyiv, Published by Ukrainian Museum, New York, NY 10003, 2015.Library of Congress Control Number 2014433050
  11. Avant-garde Adventures. Vadym Meller.Nina Genke-Meller.Nina Vetrova-Robinson.Vadym Meller's Expressive Constructivim. Olha Petrova.p.10.Exhibition Catalogue. National Art Museum of Ukraine (NAMU).22 October-28 November 2004. Kyiv.Ukraine.
  12. Staging the Ukrainian Avant-Garde of the 1910s and 1920s. Vadym Meller: Missionary of Avant-Garde Scenic Design, p.54, Tetiana Rudenko, Project Curators: Myroslava M. Mudrak and Tetiana Rudenko, Exhibition Production :Maria Shust ,The Ukrainian Museum of New York in cooperation with the Museum of Theater, Music and Cinema Arts of Ukraine in Kyiv, Published by Ukrainian Museum, New York, NY 10003, 2015.Library of Congress Control Number 2014433050
  13. Vadym Meller.Theatrical and Decorative Art, Painting, Graphics. Exhibition Catalogue, p.53 ed. Z. V.Kucherenko, publisher Union of Artists of Ukraine, Kyiv, Ukraine, 1984
  14. The World Encyclopedia of Contemporary Theater , Volume 1, Europe, p.872, Editor Don Rubin, Routledge London and New York,1994
  15. Vadym Meller.Theatrical and Decorative Art, Painting, Graphics. Exhibition Catalogue, p.53 ed. Z. V.Kucherenko, publisher Union of Artists of Ukraine, Kyiv, Ukraine, 1984
  16. Modernism in Kyiv: Jubilant Experimentation, p.497 edited by Irena R. Makaryk., Virlana Tkacz., University of Toronto Press, 2010. ISBN 978-1-4426-4098-6
  17. Staging the Ukrainian Avant-Garde of the 1910s and 1920s. Vadym Meller: Missionary of Avant-Garde Scenic Design, p.58, Tetiana Rudenko, Project Curators: Myroslava M. Mudrak and Tetiana Rudenko, Exhibition Production :Maria Shust ,The Ukrainian Museum of New York in cooperation with the Museum of Theater, Music and Cinema Arts of Ukraine in Kyiv, Published by Ukrainian Museum, New York, NY 10003, 2015.Library of Congress Control Number 2014433050
  18. Vadym Meller.Theatrical and Decorative Art, Painting, Graphics. Exhibition Catalogue, p.53 ed. Z. V.Kucherenko, publisher Union of Artists of Ukraine, Kyiv, Ukraine, 1984