ემილ ანტუან ბურდელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ემილ ანტუან ბურდელი (ფრანგ. Emile Antoine Bourdelle; დ. 30 ოქტომბერი, 1861 — გ. 1 ოქტომბერი, 1929) — ფრანგი მოქანდაკე, ოგიუსტ როდენის მოწაფე.

ავტოპორტრეტი

ბურდელი ანტიკურობის თაყვანისმცემელი იყო. ის ცხოვრობდა და მუშაობდა ისეთ პერიოდში, როდესაც კლასიკური ხელოვნება უკანა პლანზე გადიოდა და ადგილს უთმობდა თანამედროვე ხელოვნებას.

ბურდელის პირველი დამოუკიდებელი ნამუშევარია „ადამი“, რომელიც ადასტურებს მის პროფესიულ ოსტატობას. ბურდელმა შეასრულა შეკვეთა „1870–1871 წლების ომში დაღუპულთა ძეგლი“, სადაც კარგადაა ასახული ომის საშიში და საშინელი პერიოდი, იგრძნობა როდენის გავლენა. მისი ფორმები ნერვიულობით სავსეა, რაც უფრო გვიან ექსპრესიონიზმისათვის იქნება დამახასიათებელი. თუმცა ბურდელი გრძნობს, რომ ამგვარი ექსპრესია მას არ აკმაყოფილებს, მას სურს პლასტიურობის დაბრუნება არქიტექტონიკის კანონებში. ამ სურვილს ადასტურებს „აპოლონის თავი“, რომელიც შესრულებულია მკაცრი, მკაფიო ფორმებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]