ლეს კურბასი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლეს კურბასი
Curbas.jpg
დაბადების სახელი ოლექსანდრ-ზენონ სტეფანოვიჩ კურბასი
დაბადების თარიღი 24 თებერვალი, 1887
სამბირი, ავსტრია-უნგრეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 30 ნოემბერი, 1937
ეროვნება უკრაინელი
მოქალაქეობა უკრაინის სსრ
განათლება ლვოვის უნივერსიტეტი
პროფესია რეჟისორი
მშობლები მამა: სტეფან კურბასი
დედა: ვანდა კურბასი

ოლექსანდრ-ზენონ სტეპანის ძე კურბასი (უკრ. Олександр-Зенон Степанович Курбас; დ. 24 თებერვალი, 188730 ნოემბერი, 1937) — უკრაინელი კინოს და თეატრის რეჟისორი. ზოგადად აღიარებულია XX საუკუნის ყველაზე გავკლენიან უკრაინელ რეჟისორად. მან 1920-30 წლებში ვსევოლოდ მეიენხოლდთან და ევგენი ვახტანგოვთან ერთად შექმნა საბჭოთა კავშირის თეატრის ავანგარდი. ის უკრაინული ავანგარდის ყველაზე გამოჩენილი წარმომადგენელია. ის დახვრეტილი აღორძინების ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა.

ადრეული პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლესი დაიბადა სამბირში (ავსტრია-უნგრეთის იმპერია). დაბადებისას ორმაგი სახელი მისცეს ოლექსანდრ-ზენონი რომლის შემოკლებული ფორმაც იყო ლესი ან ოლესი. მამამისი სტეფან პილიპოვის ძე კურბასი (იანოვიჩი) (1862–1908) იყო ლიეტუვური წარმოშობის რუსინი მსახიობი. დედაც ვანდა ადოლფივნა (ნატა კულჩიკა) დაბადებით ავსტრიელი ასევე მსახიობი იყო, რომელიც მშობლების გვარს - იანოვიჩი ფსევდონიმად იყენებდა. ისინი მოღვაწეობდნენ უკრაინული დისკურსის თეატრში. მათ ლესის გარდა კიდევ სამი შვილი ყავდათ: კომილო (გ. 2 ივლისი, 1895), ნესტორი და ნადია. ვერცერთმა მათგანმა ვერ მიაღწია ზრდასრულ ასაკამდე.

თავიდან ლესი ტერნოპილის გიმნაზიაში სწავლობდა. 1907 წელს ვენის უნივერსიტეტში ფილოსოფიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა, სადაც სწავლა 1908 წელს მამამისის გარდაცვალების გამო შეწყვიტა. იმავე წელს სწავლა ლვოვის უნივერსიტეტში გააგრძელა (1908–1910).[1]

პირველი მსოფლიო ომის დროს ლესიმ ჩამოაყალიბა "ტერნოპოლის თეატრალური საღამოები" (1915–1916)[1] და 1916 წელს კიევის Molody Teat (ახალგაზრდული თეატრი), ეს იყო პირველი დასი რომელიც ექსპერიმენტებს თანამედროვე და ანტიკური ტექნიკების გამოყენებით აკეტებდა. ლესი დგამდა და თვითონვე მონაწილეობდა სისეთ პექტაკლებში როგორიცაა გოგოლის რევიზორი, თუმცა ყველაზე აღიარებული იყო სოფოკლეს მეფე ოიდიპოსი. რესურსების არ არსებობის და პირველი მსოფლიო ომით გამოწვეული ქაოსის გამო დასი დაიშალა. მისი საპროფესორო საქმიანობის პარალელურად, 1916-1919 კიევის დრამის ინსტიტუტი და 1926-1933 ხარკოვის მუსიკის დრამის ინსტიტუტი, 1920-21 წლებში მან დააარსა კიევის დრამის თეატრი "Kiydramte".[1] 1902 წელს კიევში დააარსა "Berezil'" ("გაზაფხული" ან "ახალი დასაწყისი")

ლესის შემდეგი დიდი პროექტი იყო Haydamaks. პოლონეთის ოკუპაციის წინააღმდეგ უკრაინის აჯანყებისთვის მიძღვნილი XVIII საუკუნის ტარას შევჩენკოს პოემის მიხედვით. ის ითვლება XX საუკუნის უკრაინული ტეატრის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დაადგმად, რომელიც ლესის გარდაცვალების შემდეგაც კი იდგმებოდა.

ხარკივის უკრაინული დრამის თეატრი არსი ლესის მიერ დაფუძნებული Berezil-ის თეატრის ბრწყინვალე არტისტული ტრადიციების მემკვიდრე.[2][3]

პატიმრობა და სიკვდილით დასჯა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2007 წლის უკრაინის საბოსტო ბარათი ლეს კურბასის გამოსახულებით

1933 წელს საკუთარი დაარსებული თეატრ Berezil-დან გააგდეს, თუმცა უფელბა მისცეს წასულიყო მოსკოვში სადაც მოაზრება რომ მან მონაწილეობა მიიღო სოლომონ მიხოელსის ცობი დადგმაში მეფე ლირი (1934). 1933 წლის ბოლოს ის დააკვეს დ გაუშვეს შრომით გამასწორებელ კოლონიაში. ლესმა იქაც შეზლო ადგილობრივი თეატრის ორგანიზება.

მოგვიანებით ლესი გადაასსახლეს თეთრ ზღვაში განცალკევებით მდებარე არქიპელად სოლოვეცკის კუნძულებზე. ცნობილია, რომ ის 1937 წლის 3 ნოემბერს ჩრდილო-დასავლეთ რუსეთში, კარელიაში სანდარმოხის მდელოზე უკრაინული ინტელიგენციის 289 სხვა წევრთან ერთად დახვრიტეს და იქვე დამარხეს.[4] დახვრეტის ადგილი 1997 წელს საზოგადოება მემორიალის წევრებმა აღმოაჩინეს.

სტალინის გარდაცვალების შემდეგ 1957 წელს ლეს კურბასის რეაბილიტაცია მოხდა.[5]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Irena R. Makaryk: Shakespeare in the Undiscovered Bourn: Les Kurbas, Ukrainian Modernism, and Early Soviet Cultural Politics, University of Toronto Press, 2004. ISBN 0-8020-8849-X
  • The Last Address: Shooting executions of Solovki prisoners of Ukrainian origin in 1937-1938, Kyiv, Sfera, 2003. ISBN 966-7841-40-5 (Volume 1) ISBN 966-7841-68-5

რესურსები ინტერენტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]