ალექსანდრა ექსტერი
ალექსანდრა ექსტერი | |
---|---|
დაიბადა | 6 (18) იანვარი, 1882[1] |
დაბადების ადგილი | ბელოსტოკი[2] |
გარდაიცვალა | 17 მარტი, 1949[3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [10] (67 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ფონტენე-ო-როზი |
სფერო | გრაფიკოსი, მხატვარი, თეატრისა და კინოს მხატვარი, დიზაინერი |
მიმდინარეობა | ფუტურიზმი, კუბიზმი, კონსტრუქტივიზმი |
ალექსანდრა ალექსანდროვნა ექსტერი (ქალიშვილობაში გრიგოროვიჩი; ასევე ცნობილი როგორც ალექსანდრე ექსტერი; რუს. Алекса́ндра Алекса́ндровна Эксте́р; უკრ: Олекса́ндра Олекса́ндрівна Е́кстер; დ. 18 იანვარი, 1882 — 17 მარტი, 1949) — უკრაინელი, რუსი და ფრანგი მხატვარი-ავანგარდისტი (კუბისტი, ფუტირისტი, სუპრემატისტი), გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი და დიზაინერი, უკრაინული და რუსული ავანგარდიზმის წარმომადგენელი და არტ-დეკოს სტილის ერთ-ერთი დამფუძნებელი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბავშვობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ალექსანდრა ალექსანდროვნა გრიგოროვიჩი[11] 1882 წლის 18 იანვარს ბელოსტოკში, გროდნოს გუბერნიაში (რუსეთის იმპერია, დღევანდელი პოლონეთი) მდიდარ ბელორუსულ ოჯახში დაიბადა. მამამისი, ალექსანდრე გრიგოროვიჩი მდიდარი ბელორუსი ბიზნესმენი, ხოლო დედა წარმოშობით ბერძენი იყო. ალექსანდრა ექსტერმა ჩინებული კერძო განათლება მიიღო, სწავლობდა ენებს, მუსიკას, ხელოვნებას და ხატვის კერძო გაკვეთილებზე დადიოდა. მალე ოჯახი კიევში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ასიამ, როგორც მას მეგობრები ეძადნენ, წმინდა ოლგას კიევის გიმნაზიასა და კიევის სამხატვრო სკოლაში გააგრძელა სწავლა. აქ იგი ალექსანდრე ბოგომაზოვთან და ალექსანდრე არქიპენკოსთან ერთად სწავლობდა. მის მასწავლებლებს შორის იყო მიკოლა პიმონენკოც. ალექსანდრამ კიევის სამხატვრო სკოლა 1906 წელს დაამთავრა.[12]
ქორწინება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1908 წელს ალექსანდრა გრიგოროვიჩი წარმატებულ კიეველ იურისტზე, ნიკოლაი ევგენიევიჩ ექსტერზე დაქორწინდა. ექსტერები კიევის კულტურულ და ინტელექტუალურ ელიტას მიეკუთვნებოდნენ. ალექსანდრამ ქმართან ერთად რამდენიმე თვე პარიზში გაატარა, სადაც იგი გრანდ-შომერის აკადემიაში სწავლობდა. 1908-1924 წლებში დროგამოშვებით ცხოვრობდა კიევში, სანქტ-პეტერბურგში, ოდესაში, პარიზში, რომსა და მოსკოვში.[13]
კიევი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ალექსანდრა ექსტერის სამხატვრო სტუდია ფუნდუკლიევსკაიას ქუჩის (დღევანდელი ხმელნიცკის ქუჩა) 27 ნომრის სხვენში მდებარეობდა. ექსტერის სტუდიაში მომავალი ხელოვანები ვადიმ მელერი, ანატოლი პეტრიცკი და სხვებიც მუშაობდნენ. სხვენში პოეტები და მწერლებიც იკრიბებოდნენ, მათ შორის: ანა ახმატოვა, ილია ერენბურგი და ოსიპ მანდელშტამი; მოცეკვავეები: ბრონისლავა ნიჟინსკაია და ელსა კრიუგერი; ხელოვანებ: ალექსანდრე ბოგომაზოვი, ვლადიმირ ბარანოვ-როსინე და სტუდენტები: გრიგორი კოზინცევი, სერგეი იუტკევიჩი, ალექსეი კაპლერი და სხვები. 1908 წელს ჯგუფ „Звено“-ს სხვა წევრებთან ერთად კიევში გამართულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა.[14]
პარიზი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პარიზში ყოფნისას ალექსანდრა ექსტერი პაბლო პიკასოსა და ჟორჟ ბრაკს შეხვდა, რომელმაც იგი გერტრუდა სტეინს გააცნო.[15]
1912 ოქტომბერში ალექსანდრა დ'ექსტერის სახელით ჟან მეტცენჟესთან, ალბერ გლეზთან, მარსელ დიუშანთან და სხვებთან ერთად მან ექვსი ნამუშევარი გამოფინა ოქროს სექციის (Section d'Or) სალონში.[16] 1914 წელს ალექსანდრა ექსტერმა კაზიმირ მალევიჩთან, ალექსანდრე არქიპენკოსთან, ვადიმ მელერთან, სონია დელონესა და სხვა ფრანგ და რუს ხელოვანებთან ერთად დამოუკიდებელთა სალონის გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. იმავე წელს არქიპენკოსთან, ოლგა როზანოვასა და სხვებთან ერთად რომში გამართულ საერთაშორისო ფუტურისტულ გამოფენაში მონაწილეობდა. 1915 წელს იგი ავანგარდისტ ხელოვანთა ჯგუფ „სუპრემუსს“ (რუს. Супремус) შეუერთდა.[17]
რუსული ავანგარდი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ალექსანდრა ექსტერი სუპრემატისტ და კონსტრუქტივისტ მხატვრად მიიჩნევა, რომელმაც არტ-დეკოს მიმართულების განვითარებაზე დიდი გავლენა მოახდინა.[18] იგი ავანგარდიზმის ერთ-ერთ ყველაზე დიდი ქალ ექსპერიმენტალისტად მიიჩნევა. საკუთარი სტილის განვითარებისთვის ექსტერმა ბევრი კულტურა და წყარო გამოიყენა. 1915-1916 წლებში იგი სკოპცისა და ვერბოვკაში კაზიმირ მალევიჩთან, ევგენია პრიბილსკაიასთან, ნატალია დავიდოვასთან, ნინა გენკე-მელერთან, ოლგა როზანოვასთან, ლიუბოვ პოპოვასა და სხვა ხელოვანებთან ერთად მუშაობდა. მომდევნო პერიოდში ექსტერი ალექსანდრე ტაიროვის კამერული თეატრის ერთ-ერთი წამყვანი სასცენო დიზაინერი იყო.[19]
1919 წელს ავანგარდისტ კლიმენტ რედკოსა და ნინა გენკე-მელერთან ერთად რევოლუციის ფესტივალებისთვის კიევსა და ოდესაში ქუჩები და მოედნები აბსტრაქტულ სტილში გააფორმა. ვადიმ მელერთან ერთად მოცეკვავე ბრონისლავა ნიჟინსკაიას საბალეტო სტუდიაში კოსტიუმების დიზაინერად მუშაობდა.[20]
ემიგრაცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1924 წელს ალექსანდრა ექსტერი და მისი ქმარი საფრანგეთში ემიგრაციაში წავიდნენ და პარიზში დასახლდნენ. ექსტერი Academie Moderne-ის პროფესორი გახდა. 1926-1930 წლებში იგი ფერნან ლეჟეს თანამედროვე ხელოვნების აკადემიაში ასწავლიდა. 1933 წლიდან ექსტერმა ქაღალდზე გუაშით ხატვა დაიწყო. ეს ნამუშევრები სიცოცხლის ბოლო პერიოდის მნიშვნელოვანი ნაშრომებია. „კალიმაქეს“ მანუსკრიპტი (დაახ. 1939 წ.) მის შედევრად მიიჩნევა. 1936 წელს მონაწილეობა მიიღო ნიუ-იორკში გამართულ კუბიზმისა და აბსტრაქტული ხელოვნების გამოფენაში, რის შემდეგაც პრაღასა და პარიზში სოლო გამოფენები მოაწყო. 1936 წლიდან გარდაცვალებამდე საგამომცემლო კომპანია Flammarion-ისთვის წიგნის ილუსტრატორად მუშაობდა. სიცოცხლის ბოლო წლებში მისი რეპუტაცია მკვეთრად გაიზარდა. ალექსანდრა ექსტერი 1949 წლის 17 მარტს ფონტენე-ო-როზიში გარდაიცვალა.[21][22]
რესურსები ინეტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Alexandra Ekster, Georgiy Kovalenko, 1993, Galart, Moscow, Russia.
- Andrei Nakov, Art Historian, about Alexandra Exter დაარქივებული 2011-01-03 საიტზე Wayback Machine.
- Alexandra Exter Association
- Crossroads: Modernism in Ukraine, 1910–1930. ციტირების თარიღი: 9 March 2015
- Хидекель Р. П. О трех художниках Камерного театра. // Искусство. – 1971. – No. 5. С. 37–43. (Khidekel R.P. About three artists of the Kamerny Theatre. Alexandra Exter, Georgy Yakulov and Alexander Vesnin// Iskusstvo. – 1971. – No. 5. p. 37–43)
- Oxford Index
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Енциклопедія сучасної України — Інститут енциклопедичних досліджень НАН України, 2001. — ISBN 966-02-2075-8
- ↑ Artists + Artworks
- ↑ Alexandra Exter — 2008.
- ↑ SNAC — 2010.
- ↑ FemBio database
- ↑ ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ Lodder C. Exter [Ekster; née Grigorovich], Alexandra — 2003. — doi:10.1093/GAO/9781884446054.ARTICLE.T027185
- ↑ Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
- ↑ 10.0 10.1 The Fine Art Archive — 2003.
- ↑ Andrei D. Sarabianov. „Aleksandra Aleksandrovna Ekster. Russian artist“. britannica.com Online. Encyclopædia Britannica. ციტირების თარიღი: 9 March 2016.
- ↑ Universalis, Encyclopædia. Alexandra Alexandrovna Exter fr. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-21. ციტირების თარიღი: 2021-02-21.
- ↑ Christina Lodder. Alexandra Exter. MoMA, Grove Art Online. Oxford University Press. ციტირების თარიღი: 16 September 2012
- ↑ John E. Bowlt and Matthew Drutt (eds.). Amazons of the avant-garde.
- ↑ Ekster, Alexandra. ციტირების თარიღი: 13 December 2019
- ↑ Exhibit catalog for Salon de "La Section d'Or", 1912, p. 16, nos. 180–185. Walter Pach papers, Archives of American Art, Smithsonian Institution.
- ↑ Boersma, Linda S. (1994). 0,10: the last futurist exhibition of painting. 010 Publishers, გვ. 72. ISBN 90-6450-135-1.
- ↑ Kovalenko, G.F (Autumn 2000 – Winter 2001). „Aleksandra Ekster: The Artist's Path and Times“. Woman's Art Journal. 21 (2): 64. doi:10.2307/1358761. JSTOR 1358761. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება) - ↑ Design for a Constructivist stage setting. Victoria & Albert Museum. ციტირების თარიღი: 16 September 2012
- ↑ Lodder, Christina. Grove Art Online. DOI:10.1093/gao/9781884446054.article.t027185.
- ↑ „Press Release“ (PDF) (პრეს-რელიზი). Alexandra Exter Association. 2 July 2006. ციტირების თარიღი: 16 September 2012.
- ↑ The Faking of the Russian Avant-Garde. ARTnews (1 July 2009). ციტირების თარიღი: 16 September 2012