ვადიმ კასევიჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვადიმ კასევიჩი
დაბ. თარიღი 21 სექტემბერი, 1941(1941-09-21) (82 წლის)
დაბ. ადგილი ეკატერინბურგი
მოქალაქეობა  სსრკ
 რუსეთი
საქმიანობა მეცნიერი
მუშაობის ადგილი სანქტ-პეტერბურგი
ალმა-მატერი სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლური ფაკულტეტი
სამეცნიერო ხარისხი ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი

ვადიმ კასევიჩი (რუს. Вади́м Бори́сович Касе́вич; დ. 21 სექტემბერი, 1941, სვერდლოვსკი) —— საბჭოთა და რუსი ლინგვისტი, აღმოსავლეთმცოდნე, ბუდოლოგი, ბირმანისტი. ფილოლოფიურ მეცნიერებათა დოქტორი.

გამოცემის „ლინგვისტური ენციკლოპედიური ლექსიკონის“ ერთ-ერთი თანაავტორი.

აკადემიური და სამეცნიერო გზა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვადიმ კასევიჩმა 1963 წელს დაამთავრა ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ამჟამინდელი სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლური ფაკულტეტი, „ჩინური ფილოლოგიის“ სპეციალობით, ხოლო 1968 წელს ამავე უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად, 1981 წელს კი ვ. კასევიჩმა დაიცვა მომდევნო დისერტაცია ენის თეორიის განხრით და მოიპოვა ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი თემაზე „ზოგადი და აღმოსავლური ენათმეცნიერების ფონოლოგიური პრობლემები“.

  • პროფესორი ვადიმ კასევიჩი არის მთავარი ჟურნალ „ჲაზიკ ი რეჩევაჲა დეჲატელნოსტ“-ის (რუს. «Язык и речевая деятельность»; ენა და სამეტყველო ქმედება) მთავარი რედაქტორი, რომელსაც გამოსცემს სანქტ-პეტერბურგის ლინგვისტური საზოგადოება.
  • პროფესორი ვადიმ კასევიჩი არის სანქტ-პეტერბურგის ლინგვისტური საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი.
  • პროფესორი ვადიმ კასევიჩი არის ჰუმანიტარულ გამოკვლევებში გამოთვლითი მეთოდების გამოყენების ლაბორატორიის უფროსი ხელმძღვანელი.

ვადიმ კასევიჩი სხვადასხვა დროს იყო მიწვეული მსოფლიოს მრავალ უნივერსიტეტში, სადაც ენის თეორიის საკითხებზე კითხულობდა ლექციების ციკლს. მათ შორის ბერლინის ჰუმბოლდტის სახელობის უნივერსიტეტში 1982 წელს, ბერკლისა უნივერსიტეტში 1990 წელს, ხოლო სორბონის უნივერსიტეტში 1994 წელს, უტრეხტის უნივერსიტეტში კი 1998 წელს.

კვლევითი ინტერესების სფეროები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროფესორ ვადიმ კასევიჩს დღემდე გამოქვეყნებული აქვს შრომები ზოგადი ენათმეცნიერების, ტიპოლოგიის, მორფონოლოგიის, ფონოლოგიის, მორფოლოგიის, სინტაქსის, სემანტიკის, ენის ფილოსოფიის, აქცენტოლოგიის, ფსიქოლინგვისტიკის, პერცეფციული ფონეტიკის საკითხებზე, ასევე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის, ბირმული ენის სხვადასხვა პრობლემური საკითხზე. ვადიმ კასევიჩი არის 250-ზე მეტი პუბლიკაციის ავტორი.

მთავარი პუბლიკაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Элементы общей лингвистики. М.: Наука, ГРВЛ, 1977. — გვერდი 183.
  • Фонологические проблемы общего и восточного языкознания. М. Наука, ГРВЛ, 1983.- გვერდი 295.
  • Морфонология. Л.: Изд-во Ленингр. ун-та, 1988.
  • Семантика. Синтаксис. Морфология. М.: Наука, ГРВЛ, 1988. — გვერდი 311.
  • Ударение и тон в языке и речевой деятельности. СПб.: Издательство СПбГУ, 1990. Л.: Изд-во Ленингр. ун-та, 1990. — გვერდი 248. (Соавт. Е. М. Шабельникова, В. В. Рыбин)
  • Проблемы восприятия речи. СПб.: Изд-во СПбГУ, 1994. — გვერდი 232. (Соавт. А. В. Венцов)
  • Буддизм. Картина мира. Язык. СПб.: Центр «Петербургское востоковедение», 1996. — გვერდი 288.
  • Труды по языкознанию: В 2 т.: Т. 1. / Под ред. Ю. А. Клейнера. СПб.: Филологический факультет СПбГУ, 2006. — გვერდი 663. (Ars Philologica).

საჯარო-პოპულარული გამოსვლები, საზოგადოებრივი ცნობადობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვადიმ კასევიჩის საჯარო გამოსვლების სატელევიზიო ჩანაწერები თემების მიხედვით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]