ესტატე ფავლენიშვილი
ესტატე ალექსანდრეს (მხარგრძელის) ძე ფავლენიშვილი (დ. 10 ივლისი, 1844 — გ. 23 აპრილი, 1909, კისლოვოდსკი) — თავადი, რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1898).
დაამთავრა იმპერატორ ნიკოლოზ I-ის სახელობის მოსკოვის მე-2 კადეტთა კორპუსი (1863) და ალექსანდრეს სამხედრო სასწავლებელი (1864). მონაწილეობდა კავკასიის მთიელთა წინააღმდეგ კამპანიებში (1865, 1868), რუსეთ-თურქეთის ომში (1877-1878), ახალთექინის ლაშქრობაში (1880-1881). 1892-1894 წლებში პოლკოვნიკის წოდებით მეთაურობდა ყუბანის 1-ლ პლასტუნთა ბატალიონს. დაჯილდოებული იყო წმინდა ანას III (1878) და II (1881), წმ. სტანისლავის II (1880) და წმ. ვლადიმერის IV (1882) ხარისხის ორდენებით. 1898 წელს გავიდა თადარიგში გენერალ-მაიორის წოდების მინიჭებით. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი, კავკასიის ოფიცერთა სესხის კაპიტალის კომიტეტის თავმჯდომარე.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ფავლენიშვილები: გენეალოგიური ნუსხები და კომენტარები, შედგენილი ი. ჩიქოვანის მიერ. საქართველოს ეროვნული არქივი. ნანახია 25 აგვისტო, 2020;
- ესტატე ალექსანდრეს ძე ფავლენიშვილი (გენერალ–მაიორი) — ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები 1879-1927 წლებში (საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა);
- Павленов Евстафий Александрович. Список полковникам по старшинству. Составлен по 1-е сентября 1893 г. СПб, 1893.