ისპანისტიკა
იერსახე
(გადამისამართდა გვერდიდან ესპანური ფილოლოგია)
ისპანისტიკა, ჰისპანისტიკა, იბერისტიკა, ან იბერორომანისტიკა წარმოადგენს სამეცნიერო-კვლევითსა და საუნივერსიტეტო დისციპლინას, რომელიც ესპანური ენისა და ლიტერატურის შესწავლითაა დაკავებული.
ისპანისტიკა არის რომანისტიკული ენათმეცნიერების, ან ლიტერატურათმცოდნეობის ერთ-ერთი დარგი, ანუ ამ დარგს ესპანურ ფილოლოგიასაც უწოდებენ, თუმცა თავისი უფრო ფართო მნიშვნელობით შეიძლება მოიცავდეს ესპანელი ერის ისტორიულ, ქვეყანათმცოდნეობით, კულტუროლოგიურსა და სხვადასხვაგვარ მეცნიერულ შესწავლასა და კვლევას.