ესპანური ენის ტესტი (DELE)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ესპანური ენა (DELE))

ესპანური ენის დიპლომი — ოფიციალური, ესპანური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი. ესპანურად Diploma de Español como Lengua Extranjera, ხოლო შემოკლებით კი ჰქვია DELE და სიტყვასიტყვით ითარგმნება „ესპანურის, როგორც უცხო ენის დიპლომი“ . სერტიფიკატს გასცემს სერვანტესის ინსტიტუტი (Instituto Cervantes) ესპანეთის აღზრდის და მეცნიერების სამინისტროს სახელით.

ენობრივი კომპეტენციის საფეხურებრივი დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სერტიფიკატის მოსაპოვებლად გამოცდები ესპანურ ენაში სირთულის მიხედვით სამ საფეხურადაა დაყოფილი:

1. ესპანური ენის დიპლომი - საწყისი დონე (DIPLOMA DE ESPAÑOL - NIVEL INICIAL) წარმოადგენს ესპანური ენის საწყის დონეს, რომელიც საკმარისია მხოლოდ ელემენტარული ზეპირი და წერილობითი ურთიერთგაგებინებისათვის.

ნიველ ინისიალის დონე შეესაბამება საერთო ევროპული სარეფერენციო ჩარჩოს B1-ს.
2. ესპანური ენის დიპლომი - საშუალო დონე (DIPLOMA DE ESPAÑOL - NIVEL INTERMEDIO) წარმოადგენს ესპანური ენის საშუალო დონეს, რომელიც მოწმობს ესპანური ენის შემსწავლელის საკმაოდ კარგ დონეს; მას გააჩნია ენის ძალიან კარგი ზოგადი ცოდნა, რაც საჭიროა ყოველდღიური სიტუაციების დასაძლევად.

ნიბელ ინტერმედიოს დონე შეესაბამება საერთო ევროპული სარეფერენციო ჩარჩოს B2-ს.
3. ესპანური ენის დიპლომი - მაღალი დონე (DIPLOMA DE ESPAÑOL - NIVEL SUPERIOR) წარმოადგენს ესპანური ენის მაღალ დონეს, რომელიც მოწმობს ესპანური ენის მცოდნის ძალიან კარგ ენობრივ უნარ-ჩვევებს, რაც მას საშუალებას აძლევს დაძლიოს ნებისმიერი სირთულის ტექსტი.

ნიბელ სუპერიორის დონე შეესაბამება საერთო ევროპული სარეფერენციო ჩარჩოს C2-ს.

საგამოცდო სერტიფიკატებს გასცემს სალამანკას უნივერსიტეტი სერვანტესის ინსტიტუტთან თანამშრომლობაში.

ცნობადობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ესპანური ენის დიპლომს საერთაშორისო ძალა აქვს როგორც საუნივერსიტეტო, ასევე პროფესიულ სარბიელზე. ესპანეთში ცნობენ ასევე საზოგადოებრივი და კერძო უნივერსიტეტების მიერ გაცემულ ოფიციალურ, ენობრივი კვალიფიკაციის დამადასტურებელ ცნობებსაც. გამოცდების ჩაბარება შესაძლებელია არა მარტო ესპანეთში, არამედ მსოფლიოს 90 ქვეყანაში და მათი ვარგისიანობა დროის თვალსაზრისით შეუზღუდავია.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]