ერჯიასი
ერჯიასი | |
---|---|
![]() ერჯიასი | |
კოორდინატები: 38°31′56″ ჩ. გ. 35°27′02″ ა. გ. / 38.53222° ჩ. გ. 35.45056° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
სიმაღლე | 3917 მ |
ქედი | ანატოლიის ზეგანი |
ბოლო ამოფრქვევა | ჩვ.წ. 6880 ± 40 წ. |
ერჯიასი (თურქ. Erciyes Dağı) — დიდი სტრატოვულკანი თურქეთში, ანატოლიის ზეგნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ კაისერიდან სამხრეთით 25 კმ-ში. სიმაღლე 3917 მ. ცენტრალური ანატოლიის უმაღლესი წერტილი. ფერდობებზე 28 კონუსია. აქვს ორი მწვერვალი. მწვერვალზე არის მყინვარი, რომელიც 3300 მ-მდე ეშვება. ანტიკურ დროში არგეუსი ეწოდებოდა. აღწერილი აქვს სტრაბონს. ვულკანი დიდწილად დანგრეულია. მთისძირში და ფერდობების ქვედა ნაწილებში არის მინდვრები, ბაღები და ვენახები. ერჯიასი პირველად დაიპყრო უილიამ ჯონ ჰამილტონმა 1837 წელს.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ერჯიასი — გლობალური ვულკანიზმის პროგრამა დაარქივებული 2014-08-26 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
- ერჯიასი — სტატია დიდი საბჭოთა ენციკლოპედიიდან (რუსული)
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
|