შინაარსზე გადასვლა

ქაჩქარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქაჩქარი
ქაჩქარი
ქაჩქარი
კოორდინატები: 40°50′00″ ჩ. გ. 41°09′00″ ა. გ. / 40.83333° ჩ. გ. 41.15000° ა. გ. / 40.83333; 41.15000
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
სიმაღლე 3937 
ქედი ჭანეთის ქედი
ამგებელი ქანები ფიქალი და კირქვა
ქაჩქარი — თურქეთი
ქაჩქარი

ქაჩქარი (თურქ. Kaçkar Dağı) — მწვერვალი ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთში. სიმაღლე ზღვის დონიდან 3937 მ.[1]

წარმოადგენს ჭანეთის ქედის უმაღლეს წერტილს. მწვერვალის თავზე და მიმდებარე დაცულ ტერიტორიებზე თოვლი მთელი წლის განმავლობაში ძევს. მთაზე ასვლა შესაძლებელია ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილიდან, ადგილ იუკარი-კავრუნიდან. ქალაქ რიზედან სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს 60 კმ-ში. გეოლოგიურ აგებულებაში მონაწილეობენ ფიქლები და კირქვები. არის ვულკანოგენური ქანებიც.

ზღვის დონიდან 2100 მ სიმაღლემდე ნაძვისა და სოჭის ტყეებია, უფრო მაღლა საძოვრებია. მწვერვალზე მყინვარებია. ჩრდილოეთ კალთა ხეობებითაა გადაკვეთილი, ხოლო სამხრეთი — შედარებით ციცაბოა. მთა ქაჩქარის სახელწოდება წარმოსდგება სომხური სიტყვისაგან „kaçkar“ (სომხ. Խաչքար[2] — haçkar / ქაჩქარი, რაც ნიშნავს — ქვის ჯვარს[3]).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Kackar Dagi, Turkey
  2. Marc Dubin (1989). Trekking in Turkey. Lonely Planet, გვ. 125. ISBN 0-86442-037-4. 
  3. Robert H. Hewsen. Armenia: A Historical Atlas. — University of Chicago Press, 2001. — 341 p. — ISBN 0226332284, ISBN 9780226332284. P.212. "River between the port of Atina (now Pazar) on the coast and the great inland peak called Kajkar (Arm. Khach'k'ar) Dagh 'Cross-stone Mountain'"