ეროვნული აღორძინების დღე
ეროვნული აღორძინების დღე (აზერ. Milli dirçəliş günü) — სახელმწიფო დღესასწაული, რომელიც აღინიშნება აზერბაიჯანში ყოველი წლის 17 ნოემბერს. 1992 წლის 17 ნოემბრიდან ეს დღე აღინიშნება როგორც ეროვნული აღორძინების დღე.[1] 1988 წლის 17 ნოემბერს ლენინის მოედანზე (დღევანდელ — თავისუფლების მოედანზე) ბაქოში დაიწყო პირველი მასობრივი საპროტესტო მიტინგები საბჭოთა კავშირის ცენტრალური ხელისუფლების პოლიტიკის წინააღმდეგ.[2] დემონსტრაციის წევრები აღშფოთებულნი იყვნენ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტით და დევნილების დინებით, აქ პირველად გაისმა მოწოდებები საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან აზერბაიჯანის გამოსვლასთან დაკავშირებით. 22 ნოემბერს ბაქოში შემოიღეს კომენდანტის საათი, ასევე ბაქოში მოხდა საბჭოთა ჯარის ნაწილების მობილიზაცია. 3-4 დეკემბრის ღამით მანიფესტანტები დაშალეს ძალის გამოყენებით, მრავალნი მათგანი (დაახლოებით 400 კაცი) მოგვიანებით დააპატიმრეს. აზერბაიჯანისათვის ეროვნული აღორძინების დღე იქცა ეროვნულ-განმათავისუფლებელი დღის სიმბოლოდ, რომლის შედეგადაც აზერბაიჯანმა მოიპოვა დამოუკიდებლობა.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 17 ноября — День национального возрождения. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-10-30. ციტირების თარიღი: 2018-12-30.
- ↑ The Azerbaijani Turks: power and identity under Russian rule