ერნესტ გელნერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ერნესტ გელნერი
Ernest Gellner 2.jpg
დაბ. თარიღი 9 დეკემბერი, 1925(1925-12-09)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9]
დაბ. ადგილი პარიზი[10] ან Montrouge[8]
გარდ. თარიღი 5 ნოემბერი, 1995(1995-11-05)[1] [2] [3] [4] [5] [6] [9] (69 წლის)
გარდ. ადგილი პრაღა[10] [4] [9] [11]
მოქალაქეობა Flag of the United Kingdom.svg გაერთიანებული სამეფო
Flag of the United Kingdom.svg დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
ეროვნება ჩეხები[8]
საქმიანობა პოლიტიკური ფილოსოფია და მეცნიერების ფილოსოფია
მუშაობის ადგილი ლონდონის ეკონომიკის სკოლა, ედინბურგის უნივერსიტეტი და ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ბალიოლის კოლეჯი და სენტ-ოლბანსის სკოლა
ჯილდოები ბრიტანეთის აკადემიის წევრი

ერნესტ გელნერი (ინგლ. Ernest Gellner; დ. 9 დეკემბერი, 1925, პარიზი, საფრანგეთი — გ. 5 ნოემბერი, 1995, პრაღა, ჩეხეთი) — ინგლისელი ფილოსოფოსი და სოციალური ანთროპოლოგი.

1984-1993 წლებში იყო კემბრიჯის უნივერსიტეტის სოციალური ანთროპოლოგიის პროფესორი; 1993-1995 წლებში – ბუდაპეშტის ცენტრალურ-ევროპული უნივერსიტეტში ნაციონალიზმის კვლევის ცენტრის დამაარსებელი და ხელმძღვანელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერნესტ გელნერი 1925 წლის 9 დეკემბერს, პარიზში ჩეხური წარმოშობის გერმანულენოვანი ებრაელების ოჯახში დაიბადა. 1938 წელს ოჯახი საცხოვრებლად პრაღაში გადავიდა, სადაც გელნერი ინგლისურ სკოლაში სწავლობდა. 1939 წლიდან გელნერის ოჯახი დიდ ბრიტანეთში ცხოვრობდა და ომის დასრულების შემდეგ გელნერმა სწავლა ოქსფორდში განაგრძო. ფილოსოფიაში, ეკონომიკასა და პოლიტიკაში ხარისხის მინიჭების შემდეგ ერნესტ გელნერი ლონდონში ფილოსოფიის, ლოგიკისა და სამეცნიერო მეთოდიკის პროფესორი გახდა.

50-იან წლებში გელნერი ანთროპოლოგიით დაინტერესდა. მისი შრომები მოიცავდა ფართო სპექტრს საბჭოთა მარქსისტული ანთროპოლოგიის ნაშრომების ექსპოზციიდან დასავლური სოციოლოგიის ვებერისა და დურკჰემისეულ დახვეწილ სინთეზამდე. 1959 წელს გამოვიდა მისი პირველი წიგნი „სიტყვები და საგნები“.

60-იანი წლების დასაწყისიდან აქტიურად დაინტერესდა სოციალური ანთროპოლოგიითა და პოლიტოლოგიით. შეიმუშავა ნაციონალიზმის საკუთარი თეორია, რომლის თანახმად, საზოგადოებრივი წესრიგი მხოლოდ მაშინ ითვლება ლეგიტიმურად, როცა ის პასუხობს ნაციონალიზმისა და დოვლათის მოთხოვნებს. ნაციონალიზმი უპირველესად პოლიტიკური პრინციპია, რომელიც პოლიტიკური და ეროვნული ერთეულების თანხმობასა და ჰარმონიაზე დგას. გელნერის აზრით, ნაციონალიზმმა სოციოლოგიურად განსაკუთრებული მნიშვნელობა თანამედროვეობაში შეიძინა. ადრეულ პერიოდში მმართველებს არ ამოძრავებდათ მართულთა კულტურული ერთგვაროვნების თავს მოხვევის სურვილი. მაგრამ თანამედროვე ეპოქაში სამუშაო მექანიკური გახდა. იმისათვის რომ მართო მანქანა, საჭიროა ისწავლო მისი მართვა.

ერნესტ გელნერმა მნიშვნელოვანი ნაშრომი მიუძღვნა სამოქალაქო საზოგადოებას. გელენერის თანახმად, სამოქალაქო საზოგადოება ძლიერი არასამთავრობო ინსტიტუტების ერთიანობაა, რომელსაც შესწევს უნარი იყოს სახელმწიფოს საპირწონე და ამასთან, არ შეუშალოს მას ხელი შეასრულოს მშვიდოსბიმყოფელისა და სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფებს შორის არბიტრის როლი.

ერნესტ გელნერი 1995 წლის 5 ნოემბერს გარდაიცვალა პრაღაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 SNAC — 2010.
  3. 3.0 3.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  4. 4.0 4.1 4.2 Czech National Authority Database
  5. 5.0 5.1 Indiana Philosophy Ontology Project
  6. 6.0 6.1 Proleksis enciklopedija — 2009.
  7. Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ. — ISBN 978-953-6036-31-8
  8. 8.0 8.1 8.2 Databáze Vojenského historického archivu
  9. 9.0 9.1 9.2 The Fine Art Archive — 2003.
  10. 10.0 10.1 გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა და სხვ. Record #119384434 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  11. The Fine Art Archive — 2003.