ერმალოზ შავგულიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ერმალოზ იოსების ძე შავგულიძე (დ. 1886, ქ. ქუთაისი, — გ. 5 აპრილი, 1938, ბუტოვო, რსფსრ) — ქართველი სამხედრო პირი.

რუსეთის იმპერიის არმიის რიგებში მონაწილეობდა I მსოფლიო ომში (1914-1918). იყო სვირსკის 295ე ქვეითი პოლკის მე-6 პლასტუნთა ბატალიონის პრაპორშჩიკი, შემდეგ პოდპორუჩიკი, პორუჩიკი. 1918 წლიდან საქართველოს რესპუბლიკის არმიის კაპიტანი. საბჭოთა პერიოდში ქუთაისში ცხოვრობდა. 1930-იან წლებში დააპატიმრეს და გულაგის კალუგის ბანაკში გაგზავნეს. 1938 წელს პატიმრეს შორის „ანტისაბჭოთა აგიტაციისა და კონტრრევოლუციური პროპაგანდის“ ბრალდებით დახვრიტეს. რეაბილიტირებულია 1989 წელს. დაჯილდოვებული იყო წმ. ანას IV (წარწერით „მამაცობისთვის“, 1915) და წმ. სტანისლავის III (მახვილებითა და ბაბთით, 1916) ხარისხის ორდენებით, „გიორგის იარაღით“ (ოქროს იარაღი „მამაცობისთვის“, 1917).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]