ბუტოვო
ბუტოვო (რუს. Бутово) — ისტორიული ადგილი მოსკოვის წრიული საავტომობილო გზის (МКАД) სამხრეთით. აერთიანებს მოსკოვის ორ რაიონს: ჩრდილოეთ და სამხრეთ ბუტოვოს ქალაქის სამხრეთ-დასავლეთ ადმინისტრაციულ ერთეულში.
გეოგრაფია და ჰიდროგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბუტოვო მდებარეობს მოსკოვის ყველაზე მაღალ ადგილას (აბსოლუტური სიმაღლე 260 მ-მდე).[1] ბუტოვოს ტყიდან (სიმაღლე 228 მ.) ყოფილ სააგარაკე დასახლება — ბუტოვოსკენ მიემართება დაღმართი. ბუტოვოს ტერიტორიაზე წყლის სისტემების დიდი რაოდენობა. მდინარეები: ბიტცა (მიედინება რაიონის ტერიტორიაზე ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით), გვოზდიანკა (ქმნის წყალსაცავების კასკადს), ლოპენკა, კორიუშკა (თავისი წყალსაცავთა კასკადით), მოვია, ციგანკა (მდ.სოსენკას შენაკადი), ჩეჩიორკა და მისი მარცხენა შენაკადი, რამდენიმე წყალსაცავი. მათ შორის, სამი ბოტანიკური ბაღის — ვილარის ტერიტორიაზეა.
ეკოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ხელსაყრელი ეკოლოგიური სიტუაცია განპირობებულია სამრეწველო საწარმოების სიმცირით. (რაიონის აღმოსავლეთ ნაწილში ფუნქციონირებდა ბუტოვოს კომბინატი და ქიმიური ქარხანა, რომელიც ამჟამად არ მუშაობს).
დასახელება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბუტოვოს გაჩერებას სახელი მიენიჭა სოფ.ბუტოვოსგან, რომლის ირგვლივაც გაშენდა დასახლება ბუტოვო. ის 1984-1985 წწ. შევიდა მოსკოვის შემადგენლობაში და მისცა დასახელება ქალაქის ორ თანამედროვე რაიონს — ჩრდილოეთ და სამხრეთ ბუტოვოს. სოფელი ბუტოვო აგრძელებდა არსებობას მოსკოვის რაიონის ტერიტორიაზე და 2019 წელს მიიღო დაბის სტატუსი (განსხვავდება დაბა ბუტოვოსგან, რომელიც მოსკოვის შემადგენლობაში შედის).
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ღირსშესანიშნაობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- რუსეთის წამლების და არომატული მცენარეების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი (ВИЛА́Р)
- ბოტანიკური ბაღი — ვილარი (დაარსდა 1951 წელს).
- მოსკოვის დიდმოწამე პარასკევას ტაძარი (კაჩალოვო)
- მოსკოვის ქრისტეშობის ტაძარი (ჩერნოვო)
- ღვთისმშობლის ხატის ზეციური სასწაულის ტაძარი (ზახარინო)
- ტაძარი წმინდა მეომარ თედორე უშაკოვის პატივსაცემად.[2]
- ბუტოვოს პოლიგონი, სადაც 1930-1950 წწ. დახვრიტეს 20 ათასზე მეტი ადამიანი. მის მახლობლად 2004-2007 წლებში აღიმართა ახალწამებულთა და რუს აღმსარებელთა ბუტოვოს ტაძარი.[3][4]
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჩრდილოეთ ბუტოვო
-
მეტროს სადგური „დიმიტრი დონელის ბულვარი“
-
რაიონის პანორამა
-
ბუტოვოს პარკი
-
ბუტოვოს ტყეპარკი
- სამხრეთ ბუტოვო
-
მოსკოვის მეტროს ბუტოვოს ხაზის დასასრული (მეტროს სადგური „ბუნინის ხეივანი“) და ჩერნოვოს ტბორები
-
გავრიკოვოს ტბორები
-
ჩერნიოვოს ტბორი
-
გაყინული ტბორი
-
დიდი სამამულო ომის გმირთა მემორიალი ყოფილ სოფელ ჩერნიოვოში