ერვინ ბულკუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ერვინ ბულკუ
პირადი მონაცემები
დაბადების
ადგილი
ტირანა, ალბანეთი.
სიმაღლე 1.83
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
ახალგაზრდული კარიერა
1988 KF Tirana
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1988-2007 KF Tirana 201 (14)
2007-2010 FC Kryvbas Kryvyi Rih 58 (2)
2010-2011 HNK Hajduk Split 15 (0)
2011-2012 შუველიანი 22 (3)
2012-2014 Sepahan S.C. 47 (1)
2014-2016 KF Tirana 32 (1)
სულ 375 (21)
ეროვნული ნაკრები
1998-1999 ალბანეთი U18 6 (1)
1999-2002 ალბანეთი U21 15 (1)
2002-2015 ალბანეთი 56 (1)
სამწვრთნელო კარიერა
2015-2019 ალბანეთი
2019 ალბანეთი
2020 ალბანეთი U17
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ერვინ ბულკუ(დ. 3 მარტი, 1981) — ალბანელი პროფესიონალი ფეხბურთელი და ალბანეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მოქმედი მწვრთნელი.

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბულკუ დაიბადა ტირანაში, ალბანეთი. იგი გახლდათ ოჯახის მეორე ვაჟი, მისი უფროსი ძმა სოკოლ ბულკუს, ასევე KF Tirana-ს ყოფილი ფეხბურთელი იყო, იგი კლუბის რიგებში ასპარეზობდა 1998–2004 წლებში, მოგვიანებით კი გახდა KF Tirana-ს 19-წლამდე გუნდის მენეჯერი.

საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტირანა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერვინ ბლუკუ, ტირანაში, KF Elbasani-ს წინააღმდეგ, 2005 წელს.

ბულკუმ კარიერა ჯერ კიდევ სიყრმის წლებში დაიწყო, KF Tirana-ს ახალგაზრდულ გუნდში. 18 წლის ასაკში, მან მთავარ გუნდში გადასვლა მოახერხა, ნაწილობრივ მწვრთნელი სულეიმან მემას დახმარებით და მიეცა შანსი კონკურენცია გაეწია სოკოლ პრენგასთვის და არდიან მემასთვის, ნახევარმცველის პოზიციისთვის. პროფესიონალური კარიერის პირველ სეზონში მან 13 თამაშში მიიღო მონაწილეობა.[1] 1999–2000 წლების სეზონში, ბულკუმ მარტივად მოახერხა ავტორიტეტის მოპოვება პირველ გუნდში, კლუბის ახალ მენეჯერს, შელქიმ მუჩას სჯეროდა რომ ბულკუ პერსპექტიული ახალგაზრდა იყო, ამავრდოულად მისი შანსები საგრძნობლად გაიზარდა მას შემდეგ რაც მისმა თანამემამულე ნახევარმცველებმა ელდორადო მერკოჩმა, დევის მუკაიმ, კლოდიან დურომ და სოკოლ პრენგამ დატოვეს კლუბი. მათი წასვლა ნიშნავდა, რომ ბულკუ უფრო ხშირად გამოდიოდა პირველ გუნდში. მან შთამბეჭდავი 21 მატჩი ჩაატარა მეორე სეზონში, ამავე სეზონში მან მოიგო პირველი თასი კარიერაში, ალბანეთის სუპერლიგის ტიტული.[2] შესანიშნავი სეზონის შემდეგ, მისი მიზანი იყო 2000-2001 წლების სეზონზე უკეთესად ეასპარეზა, მაგრამ მან ეს ვერ მოახერხა. ამის მიზეზი გახლდათ ორი ტრავმა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ბულკუ სეზონის უმეტეს ნაწილს სათადარიგო სკამზე გაატარებდა. მიუხედავად ამისა, მან მაინც მოახერხა ალბანეთის სუპერთასის მოგება სეზონის დასაწყისში, მაგრამ ტირანამ წააგო ტიტულისთვის ბრძოლა Vllaznia Shkodër-თან.[3] კარიერის მომდევნო რამდენიმე სეზონის განმავლობაში ბულკუმ მოახერხა ავტორიტეტის დაბრუნება გუნდში, მან მედიისა და გულშემატკივრების ყურადღება მიიქცია, რადგან მისი განზრახვა წარმატებული კარიერა იყო და ამის განსახორციელებლად თავს არ ზოგავდა. იგი თითქმის ყველა ტურში ახერხებდა თამაშს, შემდეგ კი გახდა გუნდის გამორჩეული წევრი. 2001–02 სეზონში ის იყო გუნდის რეგულარული წევრი 2001–02 ალბანეთის თასის გათამაშებაში, გაიტანა ორი გოლი ფინალისკენ მიმავალ გზაზე, ტირანამ კი თასის მოპოვება შეძლო. ფინალური მატჩი ტირანას დინამოს წინააღმდეგ გაიმართა, სადაც მათ მოახერხეს გამარჯვება, ანგარიშით 1–0.[4] ევროპულ თამაშებზე იგი საკვანძო მოთამაშედ მიიჩნეოდა და ასპარეზობდა ისეთი გუნდების წინააღმდეგ, როგორებიცაა დინამო თბილისი, ფერენცვაროში, სოფიას ცსკა და კეისერისპორი.[5] მან ასევე ითამაშა ალბანეთის სუპერთასის ექვს ფინალში ტირანაში ყოფნის დროს და ექვსი ფინალიდან ხუთში გამარჯვება მოიპოვა, მათ შორის არის ცნობილი გამარჯვება, ანგარიშით 6-0, ტირანის დინამოსთან, რომელშიც ბულკუმ გოლის გატანა შეძლო.[6] ტირანაში ასპარეზობის ბოლო სეზონში, ბულკუმ, რომელმაც მოიგო ალბანეთს სუპერლიგალიგა, თასი და სუპერთასი. მან 30 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლის გატანა მოახერხა, [7] ითამაშა სუპერთასის ფინალში, სადაც KS Elbasani[8] -ის წინააღმდეგ გამარჯვება მოიპოვეს, ანგარიშით 2-0 [9] . მან ასევე ითამაშა ალბანეთის თასის ფინალში Vllaznia–ს წინააღმდეგ, სადაც კლუბმა გაიმარჯვა, ანგარიშით 1-0.[10]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Football - club : SK Tirana 1998–99. Footballdatabase.eu. ციტირების თარიღი: 16 December 2011
  2. Football - club : SK Tirana 1999-00. Footballdatabase.eu. ციტირების თარიღი: 16 December 2011
  3. Football - club : SK Tirana 2000–01. Footballdatabase.eu. ციტირების თარიღი: 16 December 2011
  4. Albania 2001/02. Rsssf. ციტირების თარიღი: 27 December 2017
  5. Ligue des Champions, Champions League encounters. Footballdatabase.eu. ციტირების თარიღი: 16 December 2011
  6. Albanian Supercup encounters. Footballdatabase.eu. ციტირების თარიღი: 16 December 2011
  7. Albanian Superliga 2006–2007. Footballdatabase.eu. ციტირების თარიღი: 16 December 2011
  8. Matches List. Footballdatabase.eu. ციტირების თარიღი: 16 December 2011
  9. Matches List. Footballdatabase.eu. ციტირების თარიღი: 16 December 2011
  10. Albanian Cup 2006. Rsssf.com (25 August 2006). ციტირების თარიღი: 16 December 2011