შინაარსზე გადასვლა

ერეკლე II-ის გირავნობის კანონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გირავნობის კანონიქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II-ის საგანგებო დადგენილება, აღა-მაჰმად-ხანისაგან 1795 წელს აოხრებული თბილისის აღდგენითი ღონისძიებების ნაწილი.

კანონი აწესრიგებდა კრწანისის ბრძოლის შემდეგ განადგურებულ თბილისში წარმოშობილ სადავო საკითხებს დაგირავებული სახლებისა და დუქნების თაობაზე. კანონი ერეკლემ გამოსცა ქალაქის მოხელეთა „თანდასწრებით“, ითვალისწინებდა სახლის დამგირავებლის ვალის შემცირებას 1/4-ით. დამწვარი დაგირავებული დუქანი მოგირავნეს (კრედიტორს) უნდა აღედგინა, ხოლო დამგირავებელს სესხი სრულად გაესტუმრებინა.