ერევნის კრიზისი (2016)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ერევნის კრიზისი
თარიღი 17 ივლისი 201631 ივლისი, 2016
მდებარეობა ერევანი, სომხეთი
შედეგი შეიარაღებულმა დაჯგუფებამ იარაღი დაყარა
მხარეები
სომხეთის დროშა სომხეთი Սասնա Ծռեր (სასნა წრერი)
ოპოზიცია
მეთაურები
სერჟ სარქისიანი ჟირაირ სეფილიანი (დე-ფაქტო),
პაველ მანუკიანი[1]
ძალები
სომხეთის პოლიციის ძალები 26 შეიარაღებული ადამიანი,
1,500 მომიტინგე
დანაკარგები
2 გარდაცვლილი პოლიციის თანამშრომელი,
27 დაჭრილი,
5 დაჭრილი შეიარაღებული,
50 დაჭრილი მომიტინგე.

ერევნის კრიზისი2016 წლის 17 ივლისს მძევლების აყვანით დაწყებული კრიზისი ერევანში, ერებუნის რაიონში.

წინაპირობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2016 წელს ჩატარებულმა საპარლამენტო არჩევნებმა გამიწვია სომხეთის რესპუბლიკური პარტიის პოპულარობის დაკარგვა. ლიბანური წარმოშობის ეთნიკურმა სომეხმა ჟირაირ სეფილიანმა ჩამოაყალიბა ახალი სომხეთის სახალხო-განმათავისუფლებელი ფრონტი[2]. სეფილიანი დააპატიმრეს 2006 წელს ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის ბრალდებით და მიუსაჯეს 18 თვით პატიმრობა. ციხიდან გამოვიდა 2008 წელს. 2005 წელს იგი და მისი რამდენიმე მომხრე კვლავ დააპატიმრეს გადატრიალების ბრალდებით, თუმცა მალევე გაანთავისუფლეს.

მძევლად აყვანა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სომხეთში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც 17 ივლისის დილას, სულ ცოტა, ათი შეიარაღებული პირი შეიჭრა ერებუნის რაიონის პოლიციის განყოფილებაში. თავდამსხმელები მოითხოვენ „დამფუძნებელი პარლამენტის“ დაპატიმრებული ლიდერის, ჟირაირ სეფილიანის, გათავისუფლებას და პრეზიდენტ სერჟ სარქისიანის გადადგომას[3]. მოლაპარაკებების შემდეგ ორივე პოლიციელი გაანთავისუფლეს. პარლამენტის წევრი ვიტალი ბალასანიანი იყო შუამავალი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. მან განაცხადა, რომ გათავისუფლებულია ერევნის პოლიციის უფროსის მოადგილე ვალერი ოსიფიანი და ეროვნული პოლიციის უფროსის მოადგილე ვარდან ეღიაზარიანი. 30 ივლისს ცეცხლის გახსნის შემდეგ დაიღუპა პოლიციელი. მას ესროლეს იმ შენობიდან, სადაც გამაგრებულია შეირაღებული ოპოზიციური ჯგუფი[3].

როგორც სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახური იუწყება 31 ივლისს შეიარაღებულმა ოპოზიციურმა დაჯგუფებამ იარაღი დაყარა და მთავრობას ჩაბარდა[4].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „Pavel Manukyan and his son Aram remain in hospital in critical condition“. Arka News Agency. 27 July 2016. ციტატა: „...Sasna Tsrer leader Pavel Manukyan...“
  2. Police officials held hostage for fourth day in Armenia by Pro-opposition gunmen. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-07-20. ციტირების თარიღი: 2016-07-31.
  3. 3.0 3.1 სომხეთში სროლისას დაიღუპა პოლიციელი
  4. სომხეთის შეიარაღებულმა ოპოზიციურმა დაჯგუფებამ იარაღი დაყარა