ენ ოჰეარ მაკკორმიკი
ენ ოჰეარ მაკკორმიკი | |
---|---|
ინგლ. Anne O'Hare McCormick[1] | |
დაბადების თარიღი | 16 მაისი, 1880[2] |
დაბადების ადგილი | Wakefield, დასავლეთ იორკშირი, გაერთიანებული სამეფო[2] |
გარდაცვალების თარიღი | 29 მაისი, 1954[2] (74 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ნიუ-იორკი[1] |
დასაფლავებულია | Gate of Heaven Cemetery[3] |
საქმიანობა | ჟურნალისტი და მწერალი[4] |
ენა | ინგლისური ენა |
მოქალაქეობა | აშშ |
ალმა-მატერი | Ohio Dominican University |
ჯილდოები | Pulitzer Prize for Correspondence[5] [6] , ოჰაიოს ქალთა დიდების დარბაზი[7] , Siena Medal[8] და Laetare Medal[9] |
ენ ოჰარ მაკკომიკი (დ. 16 მაისი, 1880 — გ. 1954, 29 მაისი) — ინგლისელი ამერიკელი ჟურნალისტი, რომელიც მუშაობდა უცხოეთის ახალი ამბების კორესპონდენტად The New York Times-ში. იმ ეპოქაში, როდესაც სფერო თითქმის მთლიანად კაცებს ეჭირათ, იგი გახდა პირველი ქალი, რომელმაც მიიღო პულიცერის პრემია ჟურნალისტიკის კატეგორიაში, 1937 წელს, გაიმარჯვა რა კორესპონდენტებისთვის. ქმრის სამსახურმა განაპირობა მისი ხშირი მოგზაურობები საზღვარგარეთ, რის გამოც მისი, როგორც ჟურნალისტის კარიერა გახდა უფრო სპეციალიზებული.
1921 წელს, მან New York Times-ს მიმართა ევროპაში თავისუფალ ჟურნალისტად გახდომის პერსპექტივის შესახებ. 1936 წელს, იგი გახდა პირველი ქალი, რომელიც დაინიშნა თაიმსის რედაქციაში.
1939 წელს, მეორე მსოფლიო ომის დადგომისთანავე, მაკრომიკმა ხუთი თვე გაატარა მსოფლიო 13 სხვადასხვა ქვეყანაში, ესაუბრა როგორც პოლიტიკურ ლიდერებს, ასევე რიგით მოქალაქეებს კრიზისის და სხვა პრობლემების შესახებ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან დრო გაატარა პრეზიდენტ ფრანკლინ დელანო რუზველტთან და პოლიტიკურ საკითხებს. მეორე მსოფლიო ომის რეპორტირების გამო, ომის დეპარტამენტმა პატივი სცა მაკკორმიკს 1946 წელს და მიანიჭა მას სამხედრო კამპანიის მედალი, რითაც ხაზი გაუსვა მის „რთულ და საშიშ საბრძოლო პირობებში შეიარაღებულ ძალებთან ერთად გაწეულ გამორჩეულ სამსახურს“. ასევე 1946 წელს, მაკკორმიკი შეირჩა აშშ-ს წარმომადგენლად, როგორც პირველი დელეგაციის წევრი, გაეროს იუნესკოს კონფერენციაზე.
ადრეული ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ენ ოჰეარ მაკკორმიკი დაიბადა ვეიკფილდში, ინგლისში, 1880 წლის 16 მაისს, მშობლების — თომას ჯ. ო'ჰაერისა და ტერეზა ბითრიზის (მანამდე ერქვა ბერი) ოჯახში. იგი სამი შვილიდან ყველაზე უფროსი იყო. [10] იგი დაბადებიდან მალევე გადავიდა შეერთებულ შტატებში და ცხოვრობდა მასაჩუსეტში, ოჰაიოში ჩასვლამდე. მამამ ოჯახი 1897 წელს მიატოვა. იგი განათლდა სპრინგსის წმინდა მარიამის კოლეჯში. სწავლის დასრულების შემდეგ, მაკკორმიკმა მუშაობა დაიწყო კათოლიკური სამყაროს ბიულეტენის ასოცირებულ რედაქტორად (სადაც ადრე მისი დედა მუშაობდა). იგი 1910 წლის 14 სექტემბერს დაქორწინდა დეიტონ ბიზნესმენ ფრენსის ჯ. მაკკორმიკ უმცროსზე (1872–1954). იგი დეიტონის სანტექნიკის კომპანიის იმპორტიორი და აღმასრულებელი იყო.
ჟურნალისტის კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფრენსისზე დაქორწინების შემდეგ მაკკორმიკი გადავიდა დეიტონში, ოჰაიოში და დაიწყო თავისუფალი მწერლობა. მისი ნამუშევრები პირველად გამოქვეყნდა კათოლიკური სამყაროს, The Reader Magazine-ის, The Smart Set-ის, The Bookman-ის და New York Times-ის ჟურნალის მიერ. იგი თან ახლდა მეუღლეს მოგზაურობის პერიოდში, ამიტომ 1921 წელს ჰკითხა კარ ვან ანდას, შეეძლო თუ არა მას დაეწერა სტატიები ნიუ–იორკ თაიმზში და მიეწოდებინა ისეთი ინფორმაცია ხალხისთვის, რომლის მოძიებას ვერ ახერხებდნენ New York Times-ის უცხოელი ჟურნალისტები. Times-მა ეს შეთავაზება მიიღო, ხოლო მაკკორმიკმა გადმოსცა პირველი სიღრმისეული ცნობები ბენიტო მუსოლინის და იტალიაში ფაშისტური მოძრაობის ზრდის შესახებ. [11] [12]
მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე მაკკორმიკმა ჩამოართვა ინტერვიუები იტალიის პრემიერ მინისტრ ბენიტო მუსოლინის და გერმანიის ლიდერ ადოლფ ჰიტლერს, საბჭოთა პრემიერ მინისტრ იოსებ სტალინს, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ მინისტრ უინსტონ ჩერჩილს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ფრანკლინ დელანო რუზველტს, რომის პაპ პიუს XI-ს და პიუს XII-ს და სხვა მსოფლიო ლიდერებს.
გარდაცვალება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ენ ოჰეარ მაკკორმიკი გარდაიცვალა ნიუ–იორკში 1954 წლის 29 მაისს, 74 წლის ასაკში. იგი დაკრძალულია „სამოთხის კარიბჭის“ სასაფლაოზე ჰავტორნში, ნიუ–იორკში. [13]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Life Story: Anne O'Hare McCormick, 1882-1954 — The New York Historical.
- ↑ 2.0 2.1 2.2 Library of Congress Authorities — Library of Congress.
- ↑ https://case.edu/ech/articles/m/mccormick-anne-ohare
- ↑ Mainiero L., Faust L. L. American Women Writers: A Critical Reference Guide from Colonial Times to the Present — 1979.
- ↑ Encyclopædia Britannica
- ↑ https://wams.nyhistory.org/confidence-and-crises/world-war-ii/anne-ohare-mcormick/
- ↑ https://www.ohiohistory.org/research/archives-library/state-archives/ohio-womens-hall-of-fame/
- ↑ https://thetaphialpha.org/about/award-recipients/siena-medalists
- ↑ https://laetare.nd.edu/recipients/#info1944
- ↑ Notable American women: the modern period : a biographical dictionary, Volume 4, by Barbara Sicherman, Carol Hurd Green
- ↑ (1980) {{{title}}}.
- ↑ (1987) {{{title}}}.
- ↑ MCCORMICK, ANNE (O'HARE) | Encyclopedia of Cleveland History | Case Western Reserve University en-US. ციტირების თარიღი: 2018-05-29