სინი
იერსახე
სინი — შუმერული მითოლოგიის ერთ-ერთი ღვთაება, მთვარის ღმერთი. მფარველობდა მესაქონლეობას. სინის კულტის ადგილი იყო ქალაქი ური, სადაც იდგა მისი მთავარი ტაძარი. სინი შედიოდა შუმერულ ღვთაებათა მეორე ტრიადაში შამაშთან და იშთართან ერთად. სინის წმინდა ცხოველებად მიიჩნეოდნენ ფური, კურო და ხბო. საკრალური რიცხვი იყო 30.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 372.