ენისეის ყურე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ენისეის ყურე
Енисейский залив
კოორდინატები 72°30′ ჩ. გ. 81°15′ ა. გ. / 72.500° ჩ. გ. 81.250° ა. გ. / 72.500; 81.250
აუზი კარის ზღვის
ქვეყნები რუსეთის დროშა რუსეთი
ტიპი ყურე
მაქსიმალური სიღრმე 20
ჩამდინარე მდინარეები ენისეი
ენისეის ყურე — არქტიკა
ენისეის ყურე

ენისეის ყურე (რუს. Енисейский залив) — კარის ზღვის ყურე, გიდანის ნახევარკუნძულსა და აზიის კონტინენტის სანაპიროს შორის. სიგრძე სოპოჩნაია-კარგის კონცხამდე შეადგენს 225 კმ-ს. სიგანე შესართავთან 150 კმ-ია. სიღრმე — 6–20 . ენისეის ყურეში ჩაედინება მდინარე ენისეი. ზამთარში იფარება უძრავი ყინულით, ჩრდილოეთ ნაწილში — მცურავით. ყინულისაგან თავისუფლდება ზაფხულის სამი თვის განმავლობაში. მოქცევა ნახევარდღეღამურია (0,4 მ სიმაღლის). ადგილი აქვს თევზჭერასა (ნელმა, ომული და სხვ.) და ზღვის ცხოველებზე (სელაპი, თეთრი ვეშაპი და სხვ.) ნადირობას. ენისეის ყურეზე გადის ქვემო ენისეის პორტებთან — დუდინკასთან და იგარკასთან დამაკავშირებელი საზღვაო გზები. ყურის შესართავის აღმოსავლეთ მხარეს არის საპორტო ქალაქი დიქსონი, რომლის სიახლოვეს, ამავე დასახელების კუნძულზე მდებარეობს ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორია.[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Енисейский залив // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 9 — М., 1972.